1 - 7 თებერვალი - 6 თებერვალში 2010 - fashion
მთავარი » 1 - 7 თებერვალი
12:22 PM
1 - 7 თებერვალი
1 - 7 თებერვალი
21.03 - 20.04
ვერძი: კარიერაში წინსვლა და ახალი საქმეები განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს თქვენს ცხოვრებაში. სწარაფად მიიღებთ გადაწყვეტილებებს და ადვილად მიიზიდავთ თქვენი საქმისადმი ახალ ადამიანებს. შესაძლოა გამოგიჩდნენ შეძლებული ან გავლენიანი მფარველები. სასიყვარულო და ინტიმური ცხოვრება გამოცოცხლდება და სასიამოვნო ემოციურ მუხტს შეგმატებთ. სპორტული ვარჯიშები, ქალაქგარეთ მოგზაურობა და სუფთა ჰაერი კი ორგანიზმის გაკაჟებაში დაგეხმარებათ.

21.04 - 21.05
კურო: თქვენ ძალზედ მომხიბლავი და ეფექტური იქნებით სხვა ადამიანებისთვის. ამ დროს შეიძლება პროფესიის ან საქმიანობის გამოცვლა, სოციალური სტატუსის ამაღლება. შესაძლოა ახალ საქმეს ჩაუდგეთ სათავეში. ამავდროულად, კარგად გამოიყენებთ არსებულ კავშირებს და სხვათა მფარველობას. უცხოელ პარტნიორებისაგან შემოსავლის მიღება კი გუნება-განწყობას გამოგისწორებთ და ენერგიას შეგმატებთ. საყვარელ ადამიანთან დროებითი განშორება შესაძლოა დაუკავშირდეს რომელიმე თქვენთაგანის საქმიან მივლინებას.

22.05 - 22.06
ტყუპები: პერიოდი ხელს უწყობს ადრე დაწყებული საქმეების დასრულებას, ამიტომ ეცადეთ სწრაფად იმოქმედოთ და ახალი არაფერი წამოიწყოთ. კარგი იქნება თუ გადაყრით მოძველებულ და გამოუსადეგარ ნივთებს და გაწყვეტთ არასასურველ კავშირებს. შესაძლოა ჰორიზონტზე ახალი და ორიგინალური სასიყვარულო პარტნიორი გამოჩნდეს. გადაადილებების რაოდენობა გაიზრდება, რაც მეტად დაგღლით და აუცილებელს გახდის დასვენებას, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობის მდგრადი მდგომარეობა

22.06 - 23.07
კირჩხიბი: აუცილებელი გახდება გარკვეული ცვლილებების შეტანა ცხოვრებაში და ახალ წესებთან შეგუება. არაოფიციალურად მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ გარშემომყოფების თქვენს სასარგებლოდ მართვაში. თუ არ მოთოკავთ ემოციებს და ვერ დასძლევთ ცდუნებებს, შესაძლოა იურიდიულ სამსახურებთან მოგიწიოთ საქმის დაჭერა. გაიზრდება გაქურდვისა და მოტყუების ალბათობა. მეუღლესთან ან საყვარელ ადამიანთან დაკავშირებულ ამბებს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ ამგვარად ჯანმრთელობის მდგომარეობასაც შეინარჩუნებთ.

24.07 - 22.08
ლომი: იზრდება თქვენი შრომისუნარიანობა, აქტიურობა და შემოქმედებითი ენერგია. ერთი წუთიც კი ვერ დარჩებით მარტო და შესძლებთ თქვ
ენი უნარების საუკეთესოდ წარმოჩენას. დააფასეთ სხვების ღვაწლიც, რათა ამის გამო არ მოგიწიოთ ახლობლებთან და საყვარელ ადამიანთან ჩხუბი და ზოგ შემთხვევაში განშორებაც კი. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას და უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ახალ ინფორმაციასა და რჩევებს. ამ დროს მოგზაურობის დაწყება დამატებით წინააღმდეგობებს შეგიქმნით.

23.08 - 21.09
ქალწული: მშობლებთან და ახლო ნათესავებთან უთანხმოება ცუდად აისახება თქვენს განწყობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შრომისუნარიანობაზე. ფული და ახალი საქმე მთლიანად დაიმონებს თქვენს გონებას. ინტუიციის მეშვეობით მიაგნებთ საქმეს, რომელიც მომავალში დიდ მოგებას მოგიტანთ. შესაძლოა მოგიწიოთ სადმე გამგზავრება, რაც სასიკეთოდ შეცვლის თქვენს მსოფლმხედველობას. ნუ დამალავთ გრძნობებს და ეცადეთ საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობა აღადგინოთ.

22.09 - 23.10
სასწორი: შემოქმედებითი ნიჭის მეშვეობით ბევრ იდეას დაამუშავებთ, თუმცა მათი დაწყება ჯერ გაგიჭირდებათ. გარეგნული სიმშვიდის მიღმა სასიყვარულო ეიფორია ან დარდი იქნება დამალული. შესაძლოა პირად ცხოვრებაში თქვენთვის უჩვეულო ან რადიკალური ნაბიჯებიც კი გადადგათ. ბევრ ხალხთან ურთიერთობა დაგღლით, ხოლო ინფორმაციის ადექვატურად აღქმა გაგიჭირდებათ. ჯანმრთელობაზე ზრუნვა ამ პერიოდში განსაკუთრებით აუცილებელი და ნაყოფიერი იქნება. სიმშვიდეს მოგიტანთ მშობლებთან ურთიერთობა და სახლის გალამაზება.

24.10 - 22.11
ღრიანკალი: პროფესიულ სარბიელზე შეუპოვრობისა და მიზანდასახულობის, წესრიგისა და თვითკონტროლის, ნიჭისა და შრომისუნარიანობის მეშვეობით გასაოცარ წარმატებებს მიაღწევთ. მიღებულ ცოდნასა და ინფორმაციას ადვილად გამოიყენებთ საკუთარი მიზნებისათვის. ბედი გაგიღიმებთ პირად ცხოვრებასა და აზარტულ თამაშებშიც. გაიზრდება გადაადგილებებისა და კონტაქტების რაოდენობაც, რაც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სასიყვარულო სფეროში ხალისისა და ბედნიერების შეგრძნებას გაზრდის.

23.11 - 22.12
მშვილდოსანი: მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას ნუ აჩქარდებით, რადგან შესაძლოა მოგიწიოთ თქვენთვის უცნობ სფეროში მუშაობა. კარგად ჩაივლის შეხვედრები და მოლაპარაკებები, განსაკუთრებით უცხოელებთან. ყურადღებით იყავით გადაადგილებისას, რადგან არსებობს ავარიების ალბათობა, რომლებშიც შესაძლოა დაშავდეთ. ახალი ნაცნობობა და რომანტიული შეხვედრები შესაძლოა მეტად ღრმა გრძნობაში გადაიზარდოს, რაც ადრეინდელ სასიყვარულო პარტნიორთან განშორების საბაბი გახდება

22.12 - 19.01
თხის რქა: გაიზრდება თქვენი თავდაჯერებულობა. საქმიან პარტნიორებთან და მეუღლესთან ურთიერთობა ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება. შესაძლოა მოისურვოთ ძველი ჩვევებისგან და ურთიერთობებისგან განთავისუფლებაც. ფინანსური მდგომარეობა ჯერ კიდევ ქაოტური იქნება, ამიტომ თავი შეკავეთ დიდი შენაძენებისგან. შესაძლოა საყვარელი ადამიანისგან საჩუქარი ან სიურპრიზი მიიღოთ. ფსიქოსომატური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ეცადეთ პოზიტიურად იაზროვნოთ და დადებითი ემოციები მიიღოთ.

20.01 - 19.02
მერწყული: გაგიჭირდებათ სამსახურში საკუთარი უნარების გამოვლენა და ავტორიტეტის ამაღლება, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა. ფინანსური მდგომარეობის გაუარესება ცუდად იმოქმედებს თქვენს ფსიქიკაზე. მოსალოდნელია შეხედულებებისა და განწყობის უეცარი და ხშირი ცვლილებები. ძალზედ მომხიბვლელი იქნებით და ბევრ ახალ თაყვანისმცემელს შეიძენთ. ამის გამო სასიყვარულო პარტნიორთან დიდი უსიამოვნებებია მოსალოდნელი. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად მოერიდეთ ალკოჰოლსა და გამაბრუებელ საშუალებებს.

20.02 - 20.03
თევზები: გაიზრდება თქვენი საქმიანი აქტიურობა და შესაძლოა გაიცნოთ ახალი ადამიანები, რომლებიც ინტელექტუალურ ზრდაში დაგეხმარებათ. ასევე, შეასაძლოა ახალი პროექტებისა და საქმეების მონაწილეც გახდეთ. მუდამ მზად იქნებით სხვების დახმარებისათვის, თუმცა სჯობს ზომიერად იმუშაოთ, რათა გადაღლილობა მწვავე დაავადებების მიზეზი არ გახდეს. გაიზრდება თქვენი მგრძნობელობა და ექსტრასენსორული უნარები, რაც მოვლენების ჭვრეტაში დაგეხმარებათ. მოგზაურობა სჯობს გადადოთ, რადგან ეს საყვარელ ადამიანის უკმაყოფილების და მასთან კამათის მიზეზი გახდება.






კატეგორია: ჰოროსკოპი | ნანახია: 635

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ