მთავარი » კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
1:40 AM
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
 13 - 19 ივლისი


22.12 - 19.01
თხის რქა: შესაძლოა მიგიზიდოთ ორიგინალურმა და რევოლუციურმა ადამიანებმა. კარგი დროა სახლიდან შორს გასამგზავრებლად და სწავლის გასაგრძელებლად, მიზანდასახული მუშაობისა და კარიოერული ზრდისათვის. თავის შეუძლოდ შეგრძნებისას მაშინვე დაისვენეთ, რატა არ გაამწვავოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. მატერიალური კეთილდღეობა დამოკიდებული იქნება კომუნიკაბელურობასა და კეთილგანწყობაზე. ასევე შეიძლება გქონდეთ ფარული სასიყვარულო პარტნიორის იმედიც, რომელიც ეცდება არავის დააჩაგვრინოს თქვენი თავი.

 
20.01 - 19.02
მერწყული: შემოქმედებითი კონტაქტები, ახალი ინფორმაცია, ბავშვებთან ურთიერთობა და გადაადგილებები ერთი-ორად გაგიხალისებთ ცხოვრებას. რომანტიული ურთიერთობა კი გაგიღვიძებთ სიხარულის შეგრძნებას. ყურადღება მოაქციეთ ჯანმრთელობას, რადგან დიდია გაცივების ალბათობა. საქმიანი და ნათესავური კავშირების მეშვეობით კი იპოვით სასურველ სამსახურს და შესზლებთ სრულფასოვნად იზრუნოთ ახლობლებზე.

 
24.10 - 22.11
ღრიანკალი: ოჯახში სიტუაცია პირაპირ იქნება დამოკიდებული თქვენს შინაგან მდგომარეობაზე, ამიტომ მხოლოდ დადებითზე იფიქროთ. რაც უფრო გარისკავთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას, მით მეტად წარმატებული იქნება საქმეები. ეს კარგი დროა კარიერაში წინსვლისათვის, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მუშაობისათვის. დაამყარეთ ახალი კონტაქტები და საჭიროების შემთხვევაში უარი არ თქვათ მგზავრობაზე, ოღონ ხელმომჭირნედ გაავრცელეთ ინფორმაცია, რათა ის თქვენსავე წინააღმდეგ არავინ გამოიყენოს.

 
23.11 - 22.12
მშვილდოსანი: მოიმატებს თქვენი ენერგია და შესძლებთ პრაქტიკულად მოიდგეთ შეხვედრებსა და მლაპარაკებებს. უცხოელებთან ან სხვა ქალაქების მცხოვრებლებტან დამყარებული თანამშრომლობით გაიუმჯობესებთ ფინანსურ მდგომარეობას. დადებითად წარიმართება სწავლის ან ინფორმაციის გაცლის პროცესები. საყვარელ ადამიანთან ან მეუღლესთან მიმართებაში აარჩიეთ სიტყვები, რათა ეს დაცილების პირველ ბიძგად არ ჩაითვალოს. 


22.09 - 23.10
სასწორი: მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებსა და დისკუსიებს. ეს კარგი პერიოდია მოგზაურობებისა და ახალი თავგადასავლებისათვის. შესაძლოა მოგინდეთ ან მოგხდეთ ცხოვრების თავიდან დაწყება. ძველ პარტნიორებთან ურთიერთობის აღდგენისას იძულებული ქინებით ხმამაღლა განაცხადოთ თქვენი შეცდომების შესახებ, რაც უარყოფითად აისახება თქვენს როგორც შინაგან მდგომარეობაზე, ასევე ჯანმრთელობაზეც. 


23.08 - 21.09
ქალწული: საყვარელ ადამიანთან მხოლოდ გულახდილი საუბრითა და რადიკალურად გადადგმული ნაბიჯებით თუ დაიბრუნებთ დაკარგულ პოზიციებს. ფინანსურ ურთიერთობებში შესაძლოა გაწყვიტოთ კიდეთ თამანშრომლობა. უცხოელებთან კონტაქტისას შესაძლოა ახალ საქმეს ჩაუყაროთ საფუძველი ან დაფიქრდეთ სპეციალობის გამოცვლაზე. ოჯახისწევრების დახმარებით კი ადვილად გაუმკლავდებით ფარულ მტრებს და მიიღებთ საინტერესო ინფორმაციას. 


24.07 - 22.08
ლომი: მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ნუ მიეცემით მელანქოლიას, რათა შეინარჩუნოთ კარგი განწყობა და ჯანმრთელობა. თუ დასასვენებლად არ გაემგზავრებით, საქმეების სიუხვის გამო ცოტა დრო დაგრჩებათ საყვარელ ადამიანთან, მეუღლესთან ან ბავშვებთან ურთიერთობისათვის. სმაგიეროდ ადვილად ამოიცნობთ ფარული მტრების მიზნებს და სასიკეთოდ შეცვლით თქვენს სამომავლო მდგომარეობას. ეს კარგი პერიოდია საქმიანი კავშირების დამყარებისა და ქორწინებისთვის. 


22.06 - 23.07
კირჩხიბი: სამსახურში მოსალოდნელია ცვლილებები, გაგიადვილდებათ მიღებული დიდძალი ინფორმაციის გადამუშავება და დამატებითი შემოსავლის მიღება, მიუხედავად ამისა მთელი თქვენი გონება დაკავებული იქნება პირადი ცხოვრების მოწყობითა და მასზე ზრუნვით. სასიყვარულო თუ საოჯახო ფრონზე მოსალოდნელია პრობლემები, რაც განწყობის ცვალებადობისა და გადაღლილობის შეგრძნებას მოგიტანთ. ეს კარგი დროა შვებულების ასაღებად და დასასვენებლად გასამგზავრებლად. 


22.05 - 22.06
ტყუპები: ახალი საქმეებისა და მიზნებისკენ ლტოლვამ შესაძლოა საყვარელი ადამიანის ან მეუღლის ეჭვიანობა და პროტესტი გამოიწვიოს. ეს კარგი დროა მატერიალური ფასეულობების შეძენისა და ფინანსების საქმეში განკარგვისათვის. ეცადეთ ხშირად დაისვენოთ და იძინოთ, რათა საჭირო მომენტში არ გიმტყუნოთ ნერვებმა. ყველაზე კარგი იქნება, თუ ოჯახთან ან ახლო მეგობრებთან ერთად გაემგზავრებით დასასვენებალდ. 


21.03 - 20.04
ვერძი: ყველაზე დიდ საზრუნავს ნათესავუკი კავშირები და მათზე ზრუნვა მოგთხოვთ, რასაც ფინანსების ხარჯვაც შეიძლება მოჰყვეს. მოგზაურობისას სასიყვარულო ურთიერთობები ავანტურული აღმოჩნდება და პრობლემებს შეგიქნით. საქმეებში წარმოქმნილი გაუგებრობების გამო ბევრჯერ მოგიწევთ გეგმების შეცვლა და გადაადგილება, რაც საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდება, ამიტომ კარგი იქნება, თუ პერიოდულად მაინც შეისვენებთ. 


21.04 - 21.05
კურო: საყვარელ ადამინათან და ბავშვებთან დიქტატორულ თვისებებს ნუ გამოავლენთ. მატერიალური მოგების მომატებისას ხარჯიც გაიზრდება. მოიმატებს მივლინებების, საქმიანი შეხვედრებისა და გადაადგილებების რაოდენობაც. ახალი ხალხის გაცნობისა და ინფორმაციის მიღებისას მეტად უსმინეთ ინტუიციას. ენერგიის გაზრდა დაგეხმარებათ დიდი რაოდენობით სამუშაოს შესრულებაში. კარგი დროა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეებისთვისაც 


20.02 - 20.03
თევზები: მიუხედავად წინააღმდეგობებისა, საქმეებს წარმატებით დაასრულებთ. კონტაქტები და მრავალრიცვოვანი გადაადგილებები დამღლელი იქნება და შესაძლოა ოჯახში უკმაყოფილება გამოიწვიოს. სახლის კეთილმოწყობის საკითხები კი წინა პლანზე წამოიწევს და ფინანსების ხარჯვას დაუკავშირდება. მოუხშირებენ სტუმრებიც. ეცადეთ არ აჰყვეთ ფანტაზიებს და სამომავლოდ არაფერი დაგეგმოთ, რადგან გარემოებათა გამო შესაძლოა სულ სხვა მოვლენებს ჰქონდეს ადგილი.


კატეგორია: ჰოროსკოპი | ნანახია: 6750

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ