ხომ არ იტანჯებით მეტისმეტი ეჭვიანობით - 18 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » ხომ არ იტანჯებით მეტისმეტი ეჭვიანობით
1:34 PM
ხომ არ იტანჯებით მეტისმეტი ეჭვიანობით
ხომ არ იტანჯებით მეტისმეტი ეჭვიანობით
იმისათვის, რომ გაიგოთ, ხომ არ იტანჯებით გადაჭრბებული ეჭვიანობით პარტნიორის მიმართ, ტესტი გაიარეთ. 

1. თქვენ არ იცით, სად იმყოფება თქვენი საყვარელი ადამიანი მოცემულ მომენტში:
ა) თქვენ ეს არ გაღელვებთ და თითქმის არასოდეს კითხულობთ, რა საქმეებით იყო იგი დაკავებული;
ბ) თქვენ ჩვეულებრივ ინტერესდებით იმით, თუ სად იყო იგი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ღალატის გეშინიათ;
ბ) ღალატის შესაძლებლობა რომ გამორიცხოთ, ყოველთვის დაწვრილებით ეკითხებით სად და ვისთან ერთად იყო იგი. 

2. როდესაც საშუალება გაქვთ პარტნიორის მობილური შეამოწმოთ, თქვენ: 
ა) აზრადაც არ მოგივათ წაიკითხოთ მისი SMS-ები;
ბ) არ წაიკითხავთ SMS-ებს დელიკატურობის მოსაზრებით;
ვ) დაუყოვნებლივ შეისწავლით მის მიმოწერას.  

3. თქვენ შეიტყვეთ, რომ თქვენს პარტნიორს თქვენამდე სხვასთან ჰქონია ინტიმური ურთიერთობები:
ა) ეს არც გაინტერესებთ და არც გენაღვლებათ;
ბ) ეს არ მოგწონთ, მაგრამ ამას არ განიხილავთ (რაც იყო, წარსულში დარჩა);
ვ) ეს საშინლად გაღიზიანებთ, გაიძულებთ რომ იეჭვიანოთ. 

4. თქვენ გაიგეთ, რომ მან გიღალატათ:
ა) ეს თქვენთვის მომაკვდინებელი არ არის, მოიცდით, როდის მოგიყვებათ ყველაფერს თავად; 
ბ) თუ ბოდიშს მოიხდის, აპატიებთ, ეს ხომ აღარ განმეორდება მომავალში; 
გ) არ დაივიწყებთ და არც აპატიებთ, შესაძლოა, არც მიატოვოთ, მაგრამ თვალყურის დევნებას დაიწყებთ. 

5. თუ პარტნიორის ღალატის საშუალება მოგეცემოდათ, თქვენ:
ა) ისარგებლებდით ამით, თუ სურვილი გაგიჩნდებოდათ; 
ბ) ყველაფერს გააკეთებდით, ერთგულება რომ შეგენარჩუნებინათ;
გ) არაფრის გარანტირება არ შეგიძლიათ, მაგრამ ქმარს ღალატს არ აპატიებდით.  

6. თქვენი აზრით, ერთგულება:
а) არ არის ყველაზე მთავარი, უფრო მნიშვნელოვანია, ერთმანეთის თავისუფლება არ შეზღუდოთ;
ბ) მნიშვნელოვანია, მას უნდა ინახავდეს ორივე პარტნიორი;
გ) აუცილებელია და არც ერთმა პარტნიორმა არ უნდა შექმნას საბაბი მასში ეჭვის შეტანისა.  

ტესტის შედეგები 

თუ ჭარბობს პასუხები ,,ა” 
თქვენთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა გაგებას - ერთგულება, იგი თქვენთვის არაფერს ნიშნავს. სწორად ეს გიშლით ხელს პარტნიორთან ღრმა და სტაბილური ურთირთობების დამყარებაში. 

თუ ჭარბობს პასუხები ,,ბ”
თქვენთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ერთგულებას, მაგრამ არ გადადიხართ პათოლოგიურ, ავადმყოფურ ეჭვიანობაში. 

თუ ჭარბობს პასუხები ,,გ” 
ერთგულება თქვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ფრთხილად: თავშეუკავებელ ეჭვიანობას შეუძლია დაანგრიოს ნაზი გრძნობები. თქვენი ეჭვებ ხომ უსაფუძვლო შეიძლება იყოს. ისწავლეთ საკუთარი თავის კონტროლი!  






კატეგორია: სიყვარული | ნანახია: 2757

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ