what is love? - 18 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » what is love?
6:08 PM
what is love?
what is love?
რა არის სიყვარული?_სამყაროს დასაბამიდან ცდილობენ ამ კითხვას პასუხი გასცენ...ყველა თავისებურ ახსნას პოულობს სიყვარულისას... _გოდერძი ჩოხელი ამბობს ერთ თავის პატარა მინიატურაში; _ არსებობს თუ არა სიყვარული? _არსებობს! ვიღაცას არ სჯერა და კითხულობს; _დაამიმტკიცეთ, რომ არსებობს. სიყვარულს კი, ისეთი ბუნება აქვს, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ,სადაც ფეხს დაადგამს. ისევე, როგორც სხვა გრძნობას, სიყვარულსაც აქვს ორი უკიდურესობა... ფრთებს გამოგასხავს, მაღლა წაგიყვანს, სამყაროს ჯადოსნური ფერებით მორთულს დაგანახვებს და... თუ მოინდომა...ფრთებს ჰაერშივე დაგალეწავს და ისე ჩამოგანარცხებს ქვესკნელში, რომ იქიდან ამოსასვლელს ვერასოდეს იპოვნი!...
მაინც რა არის სიყვარული?!_იქნებ ბედნიერებასავით, ისიც ძიებაა, ძიებაა ჭეშმარიტებისა, რომ სანამ ეძებ...სანამ გწამს...ცოცხალი ხარ, ამის უნარს დაკარგავ თუ არა, ცოცხალ ლეშად გადაიქცევი.... იქნებ მართლაც ორი განსხვავებული ბუნება ჰქმნის დიდ სიყვარულს, რათა ერთმანეთი შეავსონ!... _ და მაინც მჯერა, რომ ნამდვილი სიყვარული, უცბად, დელგმასავით გატყდება თავს, ყველაფერს დაგავიწყებს და უკან დასახევ ბილიკსაც აღარ დაგიტოვს...რამდენადაც ცდილობ გააკონტროლო, უფრო მეტად ხდები მისი ტყვე...აქეთ გმართავს, აქეთ გაკონტროლებს.... ნამდვილ სიყვარულს ვერ დაამაგრებ...ვერ ჩააყენებ დაგუბებული წყალივით, რადგან მაინც იპოვნის გადმოსასვლელს, მაინც გადმოანგრევს ჯებირებს, როგორც არ უნდა გაამაგრო...მაინც ყველაფერს ამსხვრევს. ვერ მოაქცევ ჩარჩოებში, რადგან ნამდვილ სიყვარულს სივრცე უყვარს...მიწაზე ვერ ეტევა...მას სიმაღლეები უყვარს, გონება უძლურია მის დასამორჩილებლად....და მაინც სიყვარული სიკეთეა, უსაზღვრო სიკეთე...ვინც გიყვარს, მისთვის მხოლოდ სიკეთე გემეტება, სადაც არ უნდა იყოს და ვისთანაც არ უნდა იყოს... სიყვარული არ დადის! სიყვარული დაფრინავს...ლამაზი, მოხატული ფრთები აქვს და მინდვრის ყვავილებით მორთულ მდელოებზე დაფრინავს. მხოლოდ შეყვარებულს შეუძლია სასწაულის მოხდენა, იგი რამდენადაც გტანჯავს, უფრო მეტად ხდება ახლობელი.. რადგან არ არსებობს დიდი სიყვარული ტკივილის გარეშე... _მანამდე არ გადაშენდება კაცობრიობა, სანამ ადამიანებს სიყვარულის ნიჭი ექნებათ, არ გადაშენდება რადგან მხოლოდ სიყვარული აშენებს ყველაფერ ლამაზს...სიყვარული ამაგრებს, ნამდვილი, დიდი სიყვარული... _მაინც რა არის სიყვარული?!_ალბათ ერთგულება, სიკეთესთან ერთად...ერთგულება და კიდევ სისუფთავე...ბოლომდე უნდა გაიხსნა, ბოლომდე უნდა გადაიშალო წიგნივით, სულის ყველა კუთხე-კუნჭული უნდა გაანათო, პატარა მისხალიც არ უნდა დატოვო ჩაბნელებული, თორემ იმ ბნელ ადგილას ღვივდება პატარა თესლი უნდობლობისა და ეჭვისა...გაანათე სული...თქვი ისიც კი, რაც გამძიმებს...ნუ, ითამაშებთ, რადგან სიყვარულს მესამე თვალიც აქვს და ოდნავ გაპარულ ბზარსაც უცბათ ამჩნევს...განათდით...მიეცით სიყვარულს ბოლომდე და იგივე მოგეცემათ...თუ ადვილად მოიპოვებთ, ნუ ჩათვლით, რიმ იოლი დასაკარგია..ნამდვილი სიყვარული ხომ ნიღაბს ვერ ირგებს, ვერ მოარგებ...მოდის! გატყდება თავზე და თუ დაკარგავ, ვეღარასოდეს დაიბრუნებ...ერთი და იგივე კარები ორჯერ არ იღება...თორემ დიდი ხანძრისგან მხოლოდ ფერფლი რჩება, რაც ძლიერ იწვის, მალევე იფერფლება, იქნებ ამიტომაცაა, რომ დიდი სიყვარული მალე კვდება...უფრო ზუსტად კი კლავენ! აი ისე, თითქოს განაჩენს გამოუტანენ და სიკვდილმისჯილივით, ეშაფოტზე თავწაკრული აჰყავთ....მაგრამ მაინც მგონია, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა იმღეროს ყველამ, გედის სიმღერა, თუნდაც სიკვდილის წინ, გედმა იცის, რომ მოკვდება მაგრამ მაინც მღერის,,,იქნებ ამ ერთი სიმღერისთვის მოდის გედიც?! სწორედ ამაშია სიყვარულის მთავარი ღერძი, რაც ანათებს, იწვის კიდეც...და რაც იწვის კვდება...სამწუხაროდ ასეა...ქვეყანაზე რასაც დასაწყისი აქვს, იმას დასასრულიც აქვს, ესეც ცხოვრების კანონზომიერებაა... აშენებ...გულდასმით აშენებ სასახლეს სიყვარულისათვის, გგონია, რომ ვერაფერს დააკლებს ქარიშხალი და წვიმა, მაგრამ ერთი აგურიც, რომ გამოაცალო, თავზე ჩამოგემხობა...და შენც შიგნით მოგიყოლებს, საკუთარ ნანგრევებში დაგმარხავს... _ცოდვაა ადამიანი ამ გრძნობის განცდის გარეშე წავიდეს ამ ქვეყნიდან...უნდა განიცადო, თუნდაც გეტკინოს, თუნდაც მოგკლას, რადგან სიყვარული ყველაზე დიდი საოცრებაა, რაც კი ღმერთს შეუქმნია...როცა გიყვარს, სადაც არ უნდა იყოს ის, ყველგან გგრძნობ მისი გულის ფეთქვას...მის სურნელს...რომ დაუძახო...ქარი მიუტანს შენი ხმის ექოს...ცხრა მთის იქითაც გააგონებ ხმას.. მართალი უთქვამთ, როცა შენ გიყვარს ადამიანი ხარ და როცა სხვას უყვარხარ, ღმერთიო, მე კი...ყველას ვუსურვებ ერთხელ მაინც ყოფილიყოს სასურველი ადამიანის ღმერთი!...რადგან სიყვარულია თავად დასაწყისი ამ სამყაროს...მხოლოდ სიყვარულით ანთებულ გულს შეუძლია მთებს შეეჭიდოს...სიკეთის ნერგი ახაროს!...მაშინ დღეგრძელობა ჭეშმარიტ სიყვარულს, რომელზეც ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ ცოტას თუ უნახავს სინამდვილეში!.... ყველას დაგილოცავთ სიყვარულს.
კატეგორია: სიყვარული | ნანახია: 1407

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ