მენიუ 18:00 საათის შემდეგ - 18 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » მენიუ 18:00 საათის შემდეგ
9:35 PM
მენიუ 18:00 საათის შემდეგ
მენიუ 18:00 საათის შემდეგ
არ მიირთვათ 18 საათის შემდეგ - წესი მათთვის ვინც ხდება. სინამდვილეში კი ამ წესს უნდა მისდევდეს ნებისმიერი, ეს არ არის დაკავშირებული მხოლოდ დიეტასთან, არამედ ჩვენი ორგანიზმის თავისებურებასთან.

ყველაფერი ცოცხალი და მათ შორის ჩვენი ორგანიზმიც ცოცოხლობს მზესთან მიმართებით. მზის ჩასვლასთან ერთად ყველაფერი იწყებს რითმის შენელებას და ემზადება დასვენებისთვის, მიძინებისთვის. აქედან გამომდინარე მზის ჩასვლის შემდეგ საკვების მიღება არღვევს ამ კანონზომიერებას, ხელს უშლის ორგანიზმის მომზადებას ძილისთვის და ჯანმრთელობას აყენებს ზიანს.

უნდა დაიმახსოვროთ, რომ ღამე გამოწვეული შიმშილის გრძნობა არის მცდარი და ნებისმიერი საკვები რომელსაც მიიღებთ ძილის წინ გადადის ცხიმის დაგროვებაში. შეეცადეთ, რომ ყურადღება გადაიტანოთ სხვა საქმიანობაზე, წაიკითხეთ ან გააკეთეთ სახლის საქმე. თუ შიმშილის გრძნობა არ გეშვებათ დალიეთ წყალი.

თუ მაინც არ გშველით არაფერი და შიმშილი არ გეშვებათ, მაშინ ნუ გაიფუჭებთ ხასიათს და მიირთვით რაიმე. მაგრამ უარი თქვით ტკბილეულზე და ცხიმოვან საკვებზე. გამორიცხეთ ასევე ალკოჰოლი და კოფეინის შემცველი სასმელენი.
საღამოობით შეგიძლიათ მიირთვათ პროდუქტები რომლებიც დაგეხმარებათ ცხიმის წვაში: ბადრიჯანი, სტაფილო, ვაშლი, მარწყვი, ატამი და ა.შ.


კატეგორია: დიეტა | ნანახია: 1023

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ