შარფების ისტორიიდან - 19 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » შარფების ისტორიიდან
7:33 PM
შარფების ისტორიიდან
შარფების ისტორიიდან
გაზაფხული დადგა და დროა ჩაცმულობაში აქსესუარების რაოდენობა
გავზარდოთ! 

შარფი – აი ერთ-ერთი შტრიხი ქალის გარეგნობაში, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ჩვენი განწყობა და ხასიათი ყოველდღიურად განსხვავებულად გადმოსცეს. (გააჩნია აქსესუარს როგორ, სად და რა ფორმით მოვირგებთ.) განსაკუთრებით, ამ არეულ დღეებში, როდესაც ბუნება გაზაფხულის ცვალებადობას ებრძვის, ჩვენ კი მოზღვავებულ ემოციებთან გამკლავება და გარესამყაროს ნოტებზე გადაწყობა ასე ძალიან გვჭირდება ხოლმე ... მრავალფეროვანი ქსოვილისა და ფერის შარფი - თავზე, კისერზე, წელზე, ხელზე თუ ჩანთაზე -აუცილებლად გაუსვამს ხაზს ნებისმიერი ქალის მომხიბლაობას და შემატებთ თავდაჯერებულობას. 

ალბათ, თქვენს გვერდითაც არიან ქალები, რომლებიც შარფს მუდმივად ატარებენ და ისეთებიც ვისაც ამ აქსესუარის არსებობა არც ახსენდება ხოლმე... არადა, როგორც დიზაინერები აღნიშნავენ, "შარფი სამოსის დანამატთა სწორედ იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომლის მეშვეობითაც განწყობისა და შინაგანი მდგომარეობის გადმოცემა ყველაზე ადვილი შესაძლებელია". რატომ "ყველაზე ადვილი" - ეს ცალკე საკითხავია, თუმცა, ის ფაქტი რომ აქსესუარებსა და ჩაცმულობას ჩვენი განწყობის გაუმჯობესება და დადებითი ემოციების მოგვრა გაზაფხულის ყველაზე გიჟ დღეებშიც კი შეუძლია, ალბათ სიახლე არავისთვის არის. 

ზამთარში - გასათბობად, ზაფხულში კი მზისგან დასაცავად შარფს ქალები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, მაგრამ "გრძელი ქსოვილის" მოდურ აქსესუარად ქცევას, ისტორიულად, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. გაგიკვირდებათ და ჩვენამდე, შარფის აქტიური მომხმარებლები მხოლოდ მამაკაცები იყვნენ.  

პირველად, ნაჭერი შარფის დანიშნულებით ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 260 წელს, ჩინელმა მეომრებმა გამოიყენეს. 1974 წელს აღმოჩენილ ჩინეთის იმპერატორის ცინ შიხუანდის სამარხში შვიდი ათას ხუთასი მეომრის ფიგურას მიაგნეს რომელთაგანაც თითოეულს, სიცივისა და ქარისგან დასაცავად, ყელზე შარფი ეკეთა. 

თანამედროვე შარფის პირველი წინაპარი ძველ რომში გაჩნდა და ლათინურად focale ერქვა. რომაელი ლეგიონერები მას გალიასა და გერმანიაში ლაშქრობისას ცივი ბუნებრივი პირობებისგან დასაცავად იკეთებდნენ ხოლმე. 
1650 წელს, ლუდოვიკო XIV-ს "ყელის სამკობელის" საკითხზე საზრუნავად სპეციალური კარისკაციც კი ჰყავდა დანიშნული. 


კატეგორია: მოდის ისტორია | ნანახია: 853

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ