პასუხი დიზაინერისგან - 19 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » პასუხი დიზაინერისგან
7:54 PM
პასუხი დიზაინერისგან
პასუხი დიზაინერისგან
ქალბატონო მარინა, როგორ ფიქრობთ საქართველოში მცხოვრები თანამედროვე ქალისთვის როგორი ჩანთაა ყველაზე კომფორტული?
ყველაზე კარგი, თანამედროვე ქალისთვის, ალბათ, დიდი ზომის ჩანთაა. დიდი, ტევადი და კომფორტული. იმდენად მრავალფეროვანი და აქტიურია თანამედროვე ქალის ცხოვრება, რომ პატარა ჩანთა, ყოველდღიური მოხმარებისთვის მოუხერხებელიც კია. დიდი, ფერადი ჩანთა ზაფხულში განსაკუთრებით სასიამოვნო სატარებელია. ზღვაზე და ქალაქშიც.
მასალას რაც შეეხება, ჩალიდან დაწყებული ტყავით დამთავრებული - ყველაფერი საინტერესოა თუ სამოსს და სიტუაციას საბამებთ. რა თქმა უნდა, ნაქსოვი ჩანთა სიცხეში დისკომფორტს შეგიქმნით, მაგრამ იმასაც გააჩნია სად მიდიხართ. საუკეთესო ვარიანტია, როდესაც ქალს ბევრი აქსესუარი აქვს და მათ შორის, რამდენიმე ჩანთა. მაშინ არასოდეს შეიქმნება პრობლემა იყო მრავალფეროვანი... სამწუხაროდ, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრს `ფერადი` გარდერობის ქონის საშუალება არ აქვს. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ თავად ეცადათ ყოველდღიური აქსესუარების დამოუკიდებლად შექმნა. ჩანთის შეკერვა განსაკუთრებით დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მთავარია იყოს სურვილი და მასალა.
რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია ფეხსაცმლის შეხამება სამოსთან? ჩაცმულობის სტილი ამით განისაზღვრება? მე მგონი, საერთოდ არ მაქვს სტილი..
სულაც არ არის აუცილებელი ფეხსაცმელი სამოსს ეხამებოდეს. მთავარია თავი იგრძნო კომფორტულად. ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება თვითონ შეიქმნას საკუთარი სტილი. ნუ აკვირდებით მაინცდამაინც იმას, სხვას რა აცვია ან სხვა რას იხდენს. პროფესიული რჩევისთვის შეგიძლიათ მეც მომმართოთ და ერთად განვიხილოთ, მაგალითად, როგორი სტილის და ფერის ფეხსაცმლის თუ სამოსის შეხამება გსურთ. შეგიძლიათ, ლედი.ჯი-ზე თქვენი ფოტო გამოაგზავნოთ, მოაყოლეთ რამდენიმე კადრი თქვენი გარდერობიდანაც. ვნახოთ, იქნებ დისტანციურად შევძლოთ კონკრეტული სტილის შერჩევა.
კატეგორია: მოდის ისტორია | ნანახია: 942

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ