ტუჩებმა ყურადღება რომ მიიპყროს - 19 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » ტუჩებმა ყურადღება რომ მიიპყროს
10:53 PM
ტუჩებმა ყურადღება რომ მიიპყროს
ტუჩებმა ყურადღება რომ მიიპყროს
 ტუჩებმა ყურადღება რომ მიიპყროს აუცილებელია მაკიაჟის განსაკუთრებული წესების დაცვა. უპირველეს ყოვლისა ტუჩები სპეციალური ტონით გაიწმინდეთ და მასზე თხელ ფენად კრემი ან ჰიგიენური პომადა წაისვით.
 პომადამ ტუჩებზე დიდხანს რომ გაძლოს და პირველადი სახე შეინარჩუნოს, 3 ეტაპად წაისვით: 


1 ეტაპი - კონტურის ფანქარი ტუჩების მთელ ზედაპირზე გადაისვით, არ დაგავიწყდეთ, ფანქრის ფერი პომადისას უნდა ემთხვეოდეს, ან ერთი ტონით მუქი უნდა იყოს. თუ კონტური მკვეთრია და გამოყოფილია, იგი თანაბრად გადაინაწილეთ. ასევე ფუნჯით წაისვით პომადის სქელი ფენა.

2 ეტაპი - ზედმეტი პომადა ხელსახოცით მოიშორეთ და ტუჩები მსუბუქად მოიპუდრეთ. 

3 ეტაპი - ტუჩების ფორმის გამოსაკვეთად, პომადის კიდევ ერთი ფენა გადაისვით. უფრო ღია პომადით ქვედა ტუჩის შუა ნაწილი გამოკვეთეთ. მოწესრიგებული მაკიაჟი ნებისმიერ შემთხვევაში მიიპყრობს გარშემომყოფთა ყურადღებას და უფრო თავდაჯერებული გახდებით.

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 2196

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ