თმის მოვლის მასტერ - კლასი - 19 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » თმის მოვლის მასტერ - კლასი
11:19 PM
თმის მოვლის მასტერ - კლასი
თმის მოვლის მასტერ - კლასი
ერთი შეხედვით შესაძლოა, თქვენი თმა ჯანმრთელად და ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ მრავალი პრობლემა გაქვთ მოსაგვარებელი - დარღვეული თმის სტრუქტურა, გაყოფილია ღერების ბოლოები, თმა მშრალია და მტვრევადი, დაკარგული აქვს ტენიანობა და დრეკადობა და ასე შემდეგ. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს არასწორად შერჩეული შამპუნი ან ბალზამი, სავარცხელი, ფენის ტემპერატურა, ანუ ყველა ის პროცედურა რაც თმასთან არის დაკავშირებული.
გადაწყვეტილება

  თმის დაბანის შემდეგ გაიკეთეთ თმის ნიღაბი (1 კვერცხის გულში ასრისეთ 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ძმარი, 5 - 5 წვეთი A, D და E ვიტამინები), მსუბუქი მასაჟით კარგად შეიზილეთ თმის ძირებში, ნახევარ საათს გაიჩერეთ და შემდეგ ისევ ათქვეფილი კვერცხის გულით ჩამოიბანეთ. ბოლოს კი ცხელი მაკრატლით შეიჭერით დაზიანებული ბოლოები - ეს აუცილებელი სამკურნალო პროცესია. მხოლოდ ამის შემდეგ გაიკეთეთ თქვენთვის სასურველი ვარცხნილობა.
რეკომენდაცია
 თმის ყოველდღიური მოვლისთვის, პირველ ყოვლისა, აუცილებელია, სწორად შეარჩიოთ სავარცხელი. თუ თქვენ გრძელი თმა გაქვთ, უმჯობესია შეიძინოთ ნატურალბეწვიანი ჯაგრისი. თუ გსურთ თმა სწრაფად გაიზარდოს, გამოიყენეთ მასაჟის გასაკეთებელი ჯაგრისი - ის აფართოებს თავის კანის ქვეშ განლაგებულ კაპილარებს, რის შედეგადაც უმჯობესდება თმის კვება. და კიდევ: აუცილებლად დაარეგულირეთ ფენის ტემპერატურის რეჟიმი, რადგან ძალიან ცხელი ორთქლი გამოაშრობს და მტვრევადს გახდის თმის ღერებს. დაბოლოს: შეიძლება ბევრმა ქალბატონმა არც კი იცის, რომ არ არის რეკომენდირებული ძილის წინ თავის დაბანა, რადგან დაწოლის დროს ნამიანი თმის ბალიშთან ხახუნის შედეგად თმის ღერები ზიანდება.
  ამ რჩევების გათვალისწინებით თქვენი თმები აბრეშუმივით რბილი, დამყოლი და ჯანმრთელი გახდება.

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 880

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ