ანტიცელულიტური არომა - შეფუთვა - 19 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » ანტიცელულიტური არომა - შეფუთვა
11:24 PM
ანტიცელულიტური არომა - შეფუთვა
ანტიცელულიტური არომა - შეფუთვა
ცელულიტთან საბრძოლველად ყველა საშუალება კარგია განსაკუთრებით კი ყველაფერი ერთად: ეს არის ჯანსაღი კვება, ფიზიკური დატვიrთვა და მასაჟი. "ფორთოხლის კანის" მოსაშორებლად სულაც არ არის საჭირო ძვირადღირებულ სალონში სიარული, სახლის პირობებშიც შესაძლებელია ანტიცელულიტური პროცედურების ჩატარება, რომელიც საკმაოდ ეფექტური და იაფფასიანია.
შეფუთვის დაწყებამდე პირველ რიგში კანი საგულდაგულოდ უნდა გაიწმინდოს მკვდარი უჯრედებისგან. ნატურალურ სკრაბად გამოყენეთ ზღვის მარილი, ყავის ნალექი ანდა მჭადის ფქვილი. კანის გაწმენდასთან ერთად ზღვის მარილს გამოაქვს ზედმეტი სითხე და შლაკები, ხოლო ყავის ნალექი და მჭადის ფქვილი მატებს ტონუს. მეტი ეფექტურობისთვის შესაძლებელია მათი ერთმანეთში არევაც. პილინგის პროცედურის შემდეგ სუფთა, მშრალ კანზე ისმევა სპეციალური ნაზავი: ეთერზეთების, თიხის ანდა სამკურნალო ტალახის.
  ზეთოვანი ნაზავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 90 მლ ზეთი (ზეითუნის, ნუშის) და 2 მლ ეთერზეთების ნარევი: ფორთოხლის, ლიმონის, სალბის, კვიპაროსის და როზმარინის. 
  იგივე ეთერზეთები შეგიძლიათ დაუმატოთ შავი თიხისა და სამკურნალო ტალახის პორციაში.

მიღებული მასა წაისვით ბარძაყებზე და დუნდულებზე. გადაიკარით 
 გამჭვირვალე წებოვანი პარკი. ზემოდან ჩაიცვით სპეციალური თერმოეფექტის 
მქონე შარვალი ანდა უბრალოდ თბილი ნაჭერი შემოიხვიეთ. შემდეგი 30-60 წუთის 
განმავლობაში უკეთესია ივარჯიშოთ ანდა სახლის საქმეებით დაკავდეთ. დროის 
ამოწურვის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნამიან კანზე წრიული მოძრაობებით
 ანტიცელულიტური კრემი შეიზილეთ. 
განსაკუთრებით ეფექტურია თიხისა და სამკურნალო ტალახის (მკვდარი ზღვის) ნარევი. 
ეფექტი პირველივე პროცედურის შემდეგ ჩანს. სრულფასოვანი კურსის ჩასატარებლად 
საჭიროა არანაკლებ 10 -15 პროცედურის გაკეთება, 1- 2 დღის ინტერვალით.

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 847

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ