პიტნა - 19 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » პიტნა
11:47 PM
პიტნა
პიტნა
პიტნის ჩაი 
 მოგაშორებთ არასასურველ თმებს ტანზე.

ჰირსუტიზმი - ეს არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ჭარბი თმის ზრდით ტანზე და სახეზე, მათ შორის მუცელზე, ხელებზე და მკერდზეც. დაავადება ვითარდება სისხლში მამაკაცური ჰორმონების - ანდროგენების მომატების გამო. ( ხშირად თავს იჩენს ორსულობისას და კლიმაქსის პერიოდში )
   
  ამერიკელმა მკვლევარებმა ქალებზე ჩატარებული ცდების შედეგად დაადგინეს, რომ პიტნის ჩაის მოხმარება აქვეითებს სისხლში მამაკაცის ჰორმონების დონეს.
   
  ცდები მას შემდეგ ჩატარდა როცა დადგინდა, რომ პიტნა მამაკაცებში აქვეითებს ლიბიდოს, ასევე პიტნის ექსტრაქტი დაბლა წევს ანდროგენების დონეს ვირთხებში

  ეს კვლევები ცხადყოფს, რომ პიტნას გააჩნია არაჩვეულებრივი თვისება და მას შეუძლია იყოს კარგი ალტერნატივა ანტი - ანდროგენული თერაპიისას, იოლად მიმდინარე ჰირსუტიზმის დროს


კატეგორია: რჩევები | ნანახია: 512

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ