ფრჩხილების დიაგნოსტიკა - 19 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » ფრჩხილების დიაგნოსტიკა
11:58 PM
ფრჩხილების დიაგნოსტიკა
ფრჩხილების დიაგნოსტიკა
ყველაზე უკეთ ქალის სიფაქიზესა და დახვეწილობაზე მისი ფრჩხილების მდგომარეობა მეტყველებს. ფაქტია, რომ ქალს, რომელსაც კარგად მოვლილი ხელები აქვს, არასოდეს ავიწყდება თავისი ქალობა.
 ფრჩხილების დაზიანება არასოდეს არაა შემთხვევითი მოვლენა. თუკი თვალებს სულის სარკეს უწოდებენ, ფრჩხილებს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ჯანმრთელობის სარკე. თუ ფრჩხილებთან დაკავშირებით რაიმე პრობლემები გაჩნდა, თავდაპირველად კარგად უნდა გადავხედოთ კვების რაციონს.

 დიეტოლოგთა რჩევით, ფრჩხილების დაზიანებისას რაციონში აუცილებლად უნდა ჩავრთოთ კალცი, მეტონინით მდიდარი ხაჭო, კაროტინოილი, რეტინოდ აცეტატი ( ამ ნივთიერებებით მდიდარია სტაფილო, ოხრახუში, ქაცვის ზეთი, ნიგოზი, წიწიბურა ). ფრჩხილებს უმოწყალოდ აზიანებს საყოფაცხოვრებო ქიმიაც.
ფრჩხილების დიაგნოსტიკა

 დიახ, ჯანსაღი ფრჩხილები არც თუ ისე ხშირად გვხვდება. ამჯერად რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ პრობლემას განვიხილავთ.
აქერცლილი ფრჩხილები
 მიზეზი: ფრჩხილის ფენები ერთმანეთთან ცუდად არის "შეწებებული" მინერალური კომპონენტებისა და D ვიტამინის ნაკლებობის გამო.
 გირჩევთ გამოიყენოთ ფრჩხილების გასამაგრებელი საშუალებები, რომლებიც კალცითა და ვიტამინებით იქნება მდიდარი.
ბზარები
მიზეზი: ზოგჯერ ეს უხარისხო ლაქის დამსახურებაა. ფრჩხილი მოქნილობას კარგავს და იბზარება. 
 გირჩევთ გარკვეული დროის მანძილზე თავი შეიკავოთ ლაქისა და სხვა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისგან. ჯერჯერობით ნურც გრძელ ფრჩხილებს გაიზრდით.
თხელი ფრჩხილები
 მიზეზი: გენეტიკური მიდრეკილება, მინერალური გამოფიტვა, ბიოტინის - ვიტამინ B7-ის დეფიციტი (მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ამ პრობლემას კანის აქერცვლა და თმის ცვენა ემატება).
 თუ თხელი ფრჩხილები ბუნების სასჯელია, ვერაფერს იღონებთ. მინარელური გამოფიტვის შემთხვევაში კი საჭიროა შესაბამისი დიეტის დაცვა და ვიტამინებით მკურნალობის კურსის ჩატარება.

როცა პრობლემები ჩნდება
 ფრჩხილებს ფოროვანი სტრუქტურა აქვს. ისინი ღრუბელივით იწოვენ ყველაფერს, რაც კი მათ ზედაპირზე ხვდება. უკვე დადგენილია, რომ ფრჩხილები კანთან შედარებით გაცილებით დიდი რაოდენობით იწოვენ წყალს. ასე რომ, სარეცხი ფხვნილები, ცისტრუსოვანი საპნები, ფრჩხილების ლაქის მოსაცილებელი გამხსნელები თუ საყოფაცხოვრებო ქიმიის სხვა ნივთიერებები ღრმად ჯდება ფრჩხილებში და თანდათანობით არღვევს მის ზედაპირს. ამდენად, როგორც კი საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქტების გმოყენებას დაიწყებთ, გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები.
 ფრჩხილების შეწოვის უნარი სხვა მხრივაც შეიძლება გამოიყენოთ, უპირველეს ყოვლისა, მათ გასამაგრებლად და "სამკურნალოდ".



კატეგორია: რჩევები | ნანახია: 1220

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ