მთავარი » ფეხების ყოველდღიური მოვლა და პედიკურის შენარჩუნება
0:02 AM
ფეხების ყოველდღიური მოვლა და პედიკურის შენარჩუნება
ფეხების ყოველდღიური მოვლა და პედიკურის შენარჩუნება
სულ მალე ღია საზაფხულო ფეხსაცმელებში მოვიწონებთ თავს, ეს კი ნიშნავს იმას, რომ პედიკური აუცილებლად უნდა გვქონდეს და თანაც იდეალური. 
  როგორ მოვუაროთ ფეხებს სახლის პირობებში ისე, რომ სალონში გაკეთებული პედიკური დიდხანს შევინარჩუნოთ.

ფეხის კანის მოვლის ძირითადი პრინციპები ზუსტად იდენტურია სახის კანის მოვლასთან: გასუფთავება, მკვდარი ეპიდერმისის მოშორება თუ დატენიანება.

ფეხების დაბანა უკეთესია თბლი წყალში, საპნით. დაღლილი ფეხებისთვის მისწრებაა ზღვის მარილის აბაზანები, რის შემდეგაც ხდება ცივი წყლის გადავლება. მომატებული 
ოფლიანობის შემთხვევაში საუკეთესოა 10 დღიანი კურსი - მუხის ქერქების ან ლავანდის 

ნახარშის აბაზანები. წყლის პროცედურების შემდეგ ფეხები საგულდაგულოდ მშრალდება პირსახოცით, ვინაიდან ბაქტერიები რომელიც ტენიან ადგილას მრავლდებიან ახალი სუნის წარმოქმნის საწინდარია. შემდეგ კი გამშრალებულ და გასუფთავებულ ფეხის კანზე 
ისმევა მკვებავი ან დამატენიანებელი კრემი ან ლოსიონი. არ დაიზაროთ და გაიკეთეთ მასაჟი, განსაკუთრებული ყურადღება კი ქუსლებს მიაქციეთ, რის შემდეგაც თავს ბევრად უკეთ
 იგრძნობთ, რადგან ზუსტად ფეხებზეა განლაგებული აქტიური წერტილები, 
რომლებიც მთლიანად აგებს პასუხს ორგანიზმის მდგომარეობაზე.

უარი თქვით ისეთ პედიკურზე სადაც გარქოვანებული კანი იჭრება სპეციალური ბრიტვით, ასეთ დროს ის იზრდება გაორმაგებული ძალით, ხდება უფრო უხეში და სქელი. მოჭრის ალტერნატივა შესაძლებელია გახდეს აპარატული ანდა SPA პედიკური. ხოლო სახლის პირობებში 
მათ მოვლაში სპეციალური ქლიბები, პემზა ანდა სკრაბები დაგეხმარებათ. მათი 
გამოყენება კვირაში 1 - 2 ჯერ არის შესაძლებელი. ქლიბი და პემზა უკეთესია მშრალ კანზე გამოიყენოთ, ამით კანის ტრამვირების ნაკლები ალბათობაა, ხოლო მაზოლებზე და გარქოვანებულ კანზე უკეთესია სპეციალური დამარბილებელი კრემის წასმა. სკრაბის გამოყენების წინ კანი თბილ აბაზანის ორთქლზე დანამეთ. გასუფთავებულ ფეხებზე კი მკვებავი ნიღაბი წაისვით, ქუსლებზე პოლიეთილენილის პარკის შემოხვევა და წინდების ჩაცმაც არ დაგავიწყდეთ. 
20 -25 წუთის შემდეგ ხდება ნიღბის ჩამობანა, გამშრალებულ კანზე ხდება კრემის ან ლოსიონის წასმა.

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 1657

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ