სოფო ბუცხრიკიძე - 20 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » სოფო ბუცხრიკიძე
0:28 AM
სოფო ბუცხრიკიძე
სოფო ბუცხრიკიძე
სახელი, გვარი: სოფო ბუცხრიკიძე 
დაბადების თარიღი: 17.10.1986 
განათლება: უმაღლესი 
ძირითადი პროფესია: მხატვარი დიზაინერი 
სკოლის მერხიდან - მოდის სამყარომდე 

პროფესია საკმაოდ ადრეულ კლასებში ავირჩიე - მესამე კლასში ვიყავი. პატარაობიდანვე ვხატავდი... სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო აკადემიის – მოდის დიზაინის, კერძოდ (კოსტუმის) ფაკულტეტზე ჩავაბარე. მისაღებ გამოცდებზე კომპოზიციაში და სხვა საგნებშიც უმაღლესი ქულები ავიღე... მნიშვნელოვანია ის, რომ ჩემი ოჯახი ყოველთვის გვერდში მედგა და მიდგას დღესაც. 

დიზაინერი არის... 

ადამიანი, რომელიც უსაზღვროდ უდნა იყოს გათვითცნობიერებული მოდის ისტორიაში, კონსტრუირება-ტექნოლოგიაში და რა თქმა უნდა, ზოგადად, ხელოვნების ყველა დარგში. დიზაინერმა ნებისმიერ ფანტაზიას, თუნდა სრულ სიგიჟეს განხორციელების საშუალება უნდა მისცეს და არასოდეს უნდა იჯდეს ამა თუ იმ ჩარჩოში... (გარდა ტენდენციებისა) იმისთვის რომ წარმატებული და საინტერესო მოდელიორ-დიზაინერი იყო მთავარი ალბათ სწორედ ისაა, რომ იდეის არ შეგეშინდეს... 
პირველი ნამუშევარი 

პირველი კოსტუმი, რომელიც საკუთარი ხელით შევქმენი იყო ქურთუკი ჯინსისა და ბეწვის მასალით. თორმეტი წლის ვიყავი... საერთოდ, იმ ასაკში უამრავ აქსესუარს და სხვა რამეს ვქმნიდი ხოლმე... 
ამჟამად... 

ვმუშაობ შემოდგომა–ზამთრის კოლექციაზე... ჩემი ნამუშევრები ახლის ძიების ტენდენციით, სითამამით და განსხვავებული ფერთა გამით გამოირჩევა... მიმაჩნია, რომ ტანსაცმელი არ უნდა იყოს მხოლოდ ქსოვილი სხეულზე,ეს უნდა იყოს ხელოვნება... 
სადიპლომო ნამუშევარი 
სადიპლომო ნამუშევარად ინდიელების თემა ავირჩიე და ეს ხალხი ჩემი თვალით დანახული წარვუდგინე საზოგადოებას. 
მომავალში 

უახლოეს მომავალში ვგეგმავ შემოდგომა – ზამთრის კოლექციის ჩვენების მოწყობას... თუმცა მანამდე, 23 დეკემბერს, მიწვევით მივემგზავრები მაროკოში, რათა ჩემი სადიპლომო კოლექცია უკვე საზღვარგარეთ წარვადგინო...
კატეგორია: დიზაინერები | ნანახია: 803

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ