2009 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური მანიკური - 20 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » 2009 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური მანიკური
11:44 AM
2009 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური მანიკური
2009 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური მანიკური
მალე ეს ქარებიც გაივლის და ზაფხული მთელი თავისი დიდებით ძალაში შევა. გოგონები ღია ფეხსაცმელს ჩაიცმევენ და ფერად კაბებს, მზე აირეკლება მზის დიდ სათვალეებში... 

ლამაზი და ეფექტური ფრჩხილების შერჩევა საჭირო გახდება სამოსის ფერებთან. ფრჩხილები ამ სეზონზე უბრალოდ გრძელი კი არ უნდა იყოს, არამედ ძალიან გრძელი, რათა მისი მფლობელი შორიდანვე ჩანდეს. უეჭველი ფავორიტია ცისფერი და ლურჯის ყველა შეფერილობა. უცნაური ხაზები, უჩვეულო გადასვლები, აქსესუარები. 

ფრჩხილების დიზაინში ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ მთავარია ყველაფერი ზაფხულივით ფერადი იყოს, გაჯერებული და კაშკაშა, როგორც მოწმენდილი ცა თავს ზემოთ! 

მოდაშია ასევე ნატურალური, თბილი შეფერილობების უჩვეულო დიზაინი - შამპანის ფერიდან დაწყებული მარჯნისფერამდე და წითლამდე. აქვე აღვნიშნავთ ფრენჩს, მაგრამ ახალი, საგაზაფხულო -საზაფხულო ინტერპრეტაციით. 

კლასიკა მოდიდან არასდროს გადადის. როგორც პატარა შავი კაბა, ისე სწორი ფორმები და შავის, წითელისა და თეთრის შერწყმა - ეს ის სტანდარტია, რომელზეც ძნელია უარის თქმა და საერთოდ არც ღირს. 

ნაზი ტონები და ვარიაციები ყვავილების თემაზე - აი რა შეიძლება ახლდეს გოგონას სეირნობის დროსაც, სტუმრადაც, ღამის კლუბშიც და რაც მთავარია უხდება როგორც ჯინსს, ისე საღამოს კაბას. 

აირჩიეთ რაც მოგეწონებათ და გახსოვდეთ, რომ თქვენი ფრჩხილები თქვენი ინდივიდუალობის მაჩვენებელია

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 2337

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ