სიყვარულის მნიშვნელობა მამაკაცისათვის - 20 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » სიყვარულის მნიშვნელობა მამაკაცისათვის
12:27 PM
სიყვარულის მნიშვნელობა მამაკაცისათვის
სიყვარულის მნიშვნელობა მამაკაცისათვის
ყველა, როგორც ქალი, ისე მამაკაცი, ოცნებობს სიყვარულზე. მაგრამ ქალები თითქოს ამასთან მიმართებაში უფრო გაწონასწორებულები არიან, ესმით რა, რომ ზღაპრული გრძნობები ეს არის ფილმებში და რომანებში, ხოლო რეალურ ცხოვრებაში ბედნიერება შესაძლებელია სავსებით ჩვეულებრივი ურთიერთობებით კატაკლიზმების გარეშე. 

სხვა საქმეა მამაკაცები: თითქმის ყოველ მეორეს სჯერა არაამქვეყნიური სიყვარულის, სჯერა, რომ სადღაც არსებობს ის ერთადერთი მისი ნახევარი. არ გჯერათ? სცადეთ გულახდილობაზე გამოიწვიოთ თუნდაც რამდენიმე მამაკაცი და თავად დარწმუნდებით. 
მაგრამ რა ხდება მერე, როცა სადღაც იბადება ზუსტად ეს ნამდვილი სიყვარული? 

სიყვარული - ეს არის ღმერთის საჩუქარი. 

სიყვარული, რომელიც გაიღებს საკუთარ თავს და თავისთვის არაფერს იტოვებს, მზადაა ნებისმიერი მსხვერპლისათვის და გამოცდისათვის, სიყვარული, რომელმაც შეიძლება საუკუნეებს გაუძლოს. 

ერთი შეხედვით ეს ღმერთის ნაბოძები სიყვარულია და თუ თქვენს გულში ასეთი სიყვარული შემოიჭრა, თითქოს ცოდვაც კი უნდა იყოს იმაზე დაფიქრება, რომ აკონტროლოთ იგი. თქვენ დაფრინავთ თქვენს გრძნობებში უკან მოხედვის გარეშე და ტკბებით პირველ რიგში იმით, რომ თქვენ გიყვართ და არა მას უყვარხართ. ისიც ამბობს, რომ ბედნიერია, რომ ვერასოდეს იფიქრებდა, თუ ისეთ ქალს შეხვდებოდა, ვინც შეძლებდა მის ასე შეყვარებას. ვნებები და გრძნობები მდინარესავით მოედინება და სხვა ყველაფერი უფერულდება ამ უსაზღვრო და წმინდა სიყვარულის წინაშე. 

პირველ ხანებში. შემდეგ კი ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება. 

მამაკაცი კარგავს პირვანდელ ემოციას, იგი უკვე აღარ გკოცნით, რადგან იცის რომ უამისოდაც ყველაფერზე თანახმა ხართ, გინდაც რაიმე გტკიოდეთ - ოღონდ ის იყოს კარგად, ეს მან შესანიშნავად იცის. მას უკვე აღარ აწუხებს სინდისის ქენჯნა როცა რაიმეს დააშავებს - თქვენ ხომ მაინც აპატიებთ და ესეც შესანიშნავად იცის. 

მისთვის აბსოლუტურად სულერთია რას ფიქრობთ თქვენსა და მის ურთიერთობებზე, თუ რაიმეს შეცვლა გინდათ - მან იცის რომ ყველაფერი მაინც ისე დარჩება, როგორც მისთვის იქნება ხელსაყრელი. ჯერ კიდევ სიყვარულით? რა თქმა უნდა, თქვენ ხომ მზად ხართ მისთვის ყველაფერი გააკეთოთ, ის კი ამას მიეჩვია. ამიერიდან კი ყოველთვის ასე იქნება. 

არის ასეთი თეზისი: იმას, რაც უბრძოლველად მოდის, ადამიანი არ აფასებს. სამწუხაროდ სიყვარულიც ამ კატეგორიაში ხვდება. 
თქვენი ძვირფასი მამაკაცი უყურადღებო ხდება და გაღიზიანებული. მას უკვე აღარ მოსწონს თქვენთან ერთად დროის დიდი ნაწილის გატარება, ჩნდება მოთხოვნილება თავისუფლებისა და იგი თანდათან თავისი ცხოვრების ჩვეულ წესს უბრუნდება, მათ შორის სხვა ქალებსაც, რომლებიც ჯერ კიდევ გამოცანას წარმოადგენენ მისთვის - თქვენ ხომ თქვენი ჩაციკლული სიყვარულით უკვე დიდი ხანია აღარანაირ გამოცანას არ წარმოადგენთ. 

საბოლოო ჯამში კი ღალატი ან განშორება მოახლოებულია, იმის მიუხედავად, რომ მამაკაცები დიდი სიყვარულის შესახებ მთელი ცხოვრების მანძილზე ოცნებობენ...


კატეგორია: სიყვარული | ნანახია: 1463

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ