ფორების შესავიწროებლად - 21 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » ფორების შესავიწროებლად
12:43 PM
ფორების შესავიწროებლად
ფორების შესავიწროებლად
გაფართოებული ფორების შესავიწროებლად გამოიყენეთ ერთ-ერთი შემდეგი ნიღაბი:

ნიღაბი ლობიოსგან
აიღეთ სამი სუფრის კოვზი გასუფთავებული მოხარშული ლობიო და დაამზადეთ მისგან ნაზი პიურე.

ლობიოს მასას დაამატეთ 1 ჩ/კ თხელი თაფლი, 1 ჩ/კ. მაწონი ან კეფირი და 1 ჩ/კ ლიმონის ან ტომატის წვენი. 
კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. 

დაიდეთ ნიღაბი სახეზე და გააჩერეთ 20 წუთი, ამის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით და გაიწმინდეთ სახე მწკლარტე ლოსიონით. 

ნიღაბი თეთრი თიხისაგან
შეურიეთ 2 სუფრის კოვზი თეთრი თიხა ახლადგამოწურულ ტომატის წვენს, სანამ ბლანტი ფაფა არ წარმოიქმნება.

ასევე გამოდგება კომბოსტოს მწნილის წვენი ან სტაფილოს წვენი. 

დაიდეთ ნიღაბის სქელის ფენა 15-25 წუთით, ისე რომ ბოლომდე გაცივების საშუალება არ მისცეთ. 
ჩამოიბანეთ გრილი წყლით. 

ნიღაბი შტოშის წვენით 
შეურიეთ 1ს/კ ახლადგამოწურულ შტოშის წვენს მაგრად ათქვეფილი კვერცხის ცილის ქაფი.
წაისვით ნიღაბი ფუნჯით ან ბამბის ტამპონით 3-4 ფენად, თან ყოველ ფენას მიეცით საშუალება გაშრეს თითქმის ბოლომდე. 

როდესაც უკანასკნელი ფენა ბოლომდე შეშრება, ჩამოიბანეთ ნიღაბი გრილი წყლით და გადაივლეთ პირზე ცივი წყალი. 

შტოში შეიძლება შეიცვალოს წითელი ან თეთრი მოცხარით.


კატეგორია: რჩევები | ნანახია: 743

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ