გალაკტიონ ტაბიძე - 21 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » გალაკტიონ ტაბიძე
12:55 PM
გალაკტიონ ტაბიძე
გალაკტიონ ტაბიძე
VOILES
გალაკტიონ ტაბიძე

საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების, 

სადაც რომ იმალება იაგუნდი, ლალები! 

საიდუმლო მღერალი, კიდევ მრავალფერ ალით: 

ასეთია მფარველი - საყვარელი თვალები!

საიდუმლო ალები! ისევ მომეძალება 

უმიზეზო წვალება და ლურჯი მწვერვალები! 

ვარსკვლავებით მწირველი, ლოცვა - გასაკვირველი, 

ასეთია პირველი ტრფობის ინტერვალები!

სერაფიმთა ბაგეზე უნაზესი, ფაქიზი - 

რაინდობად მაქეზებ შორით უმხურვალესი! 

საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების, 

სადაც რომ იმალება შორეულთა ალერსი!

ქრება ქარში შანდალი (ოცნება შარშანდელი) 

და თამაშში მანდილის ჰქრიან თებერვალები! 

საიდუმლო ალები! ისევ დამევალება 

უმიზეზო წვალება და ლურჯი მწვერვალები!


კატეგორია: სიყვარული | ნანახია: 1132

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ