საგანგაშო პირველი ჭაღარა... - 21 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » საგანგაშო პირველი ჭაღარა...
5:22 PM
საგანგაშო პირველი ჭაღარა...
საგანგაშო პირველი ჭაღარა...
პირველი ჭაღარის დანახვისას ყველა ქალი წუხს. ჭაღარა თმა უსიცოცხლოდ გამოიყურება და ასაკსაც გასცემს, რომლის დამალვასაც ასე საგულდაგულოდ ცდილობენ ქალები ხშირად. რა უნდა ვქნათ რომ ადრეული ჭაღარა თავიდან ავიცილოთ? უნდა შეცვალოთ კვების რეჟიმი, გამოიყენოთ თმის გასამაგრებელი ბალახები და ნაყენები. 


აუცილებლად ჩართეთ რაციონში პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ სპილენძს: ხბოს ღვიძლი, საფუარი, პარკოსნები, კვერცხი, უხეშად დაფქული ფქვილის პური. 

2 სუფრის კოვზ ასკილის ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ორთქლის აბაზანაზე 15 წუთით და გაფილტრეთ. შეიზილეთ თავის კანში. ეს ნაყენი ხელს უწყობს თმის გამაგრებას. 

მოამზადეთ ნახარში ჟენშენის ფესვებისაგან: 10 გრამ ფესვებს დაასხით 200 მლ წყალი. გამოიყენეთ იგი თავის კანში შესაზელად.

ადრეული ჭაღარის შემთხვევაში თმის ძირებში შეიზილეთ ალუბლის, ჟოლოს, მაყვლის, სტაფილოს წვენი.

თმის გაჭაღარავებას ხელს უშლის ოხრახუში და ნიახური ქაცვის ზეთის დამატებით. 

თმის ‘’გასაცოცხლებლად’’ კვირაში ერთხელ შეიზილეთ თმაში მცენარეული ზეთი. ეფექტურია ასევე კომპრესები ბირკავას და ატმის ზეთისაგან. 

ცხიმიანი თმის გადასავლებად გამოიყენეთ ალოეს წვენით, ლიმონით ან ლიმონმჟავის წვენით გაზავებული წყალი: 1 სუფრის კოვზი 1 ლიტრ წყალზე. მშრალი თმისათვის სასარგებლოა პიტნის, ბალბის ან სვიის ნაყენი. 
ჭაღარა თმის შეღებვა 

თუ ჭაღარა თმა მთელი თმის 80-90 %-ს შეადგენს. იგი უნდა შეიღებოთ საკუთარი ფერისაგან 1-2 ტონით ღია ფერის საღებავით. 
ასაკოვანი ქალებისათვის რეკომენდებულია შედარებით ღია ტონები, რადგან მუქი თმა ხაზს უსვამს ნაოჭებსა და კანის სხვა დეფექტებს. დაიმახსოვრეთ, რომ შავი, წითელი და თეთრი ფერი სახის კანის ფერთან კონტრასტშია და ხაზს უსვამს მის ნაკლოვანებებს. 

ამას გარდა, ასაკოვან ქალებს თმის რაოდენობა როგორც წესი ნაკლები აქვთ და თუ თმას მუქად შეიღებავენ, გამოჩნდება თავის კანის თეთრი ფერი. ეს კიდევ ერთი მიზეზია ღია ფერის საღებავის შესარჩევად. ამგვარად თმის რაოდენობა უფრო მეტი გამოჩნდება.

თუ თმას ღია ფერით შეიღებავთ და არ მოგეწონებათ, მისი გადაღებვა ძალიან მარტივია, ხოლო მუქი ფერის გაღიავება ამასთან შედარებით ძალიან ძნელი. 

თმის შეღებვის სიჩქარე ძალიანაა დამოკიდებული მის შემწოვუნარიანობაზე, ამიტომ არ ღირს ინსტრუქციაზე ბრმად მინდობა დოზირების მხრივ. თმის მდგომარეობაზე ძალიან მოქმედებს წინა შეღებვები, ქიმიური დახვევა, მზეზე ყოფნა და ა.შ. შეიძლება შეინიშნოს თმის ძირებისა და ბოლოების ფერის სხვაობაც. 

ამიტომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უმჯობესია წინასწარ შეამოწმოთ თმის შეღებვის სისწრაფე. ამიტომ შეღებვის დროის დამთვრებამდე ცოტა ხნით ადრე ბამბით მოაშორეთ ჭაღარა თმას საღებავი და თუ შეატყობთ რომ ისინი თითქმის შეიღება, შემდეგ დაიდეთ საღებავი თმის ბოლოებზე.. თმის ბოლოები ყოველთვის უკეთესად იწოვენ წყალს და ესეიგი უფრო მალე იღებებიან. მით უმეტეს ეს ეხება ჭაღარა თმას. 

ხანდახან საჭიროა თმის ფერის განახლება ბოლოებზე. ამ შემთხვევაში საღებავი უნდა დაიდოთ მხოლოდ საჭირო ადგილას, მაგრამ ყურადღება უნდა მიაქციოთ შეღებვის პროცესს, რათა საღებავი საჭიროზე მეტად არ გაიჩეროთ თავზე. 

ჭაღარა თმის შეღებვისას გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ყველა ადამიანს ნატურალური თმა არაერთფეროვანი აქვს - ბოლოები ყოველთვის უფრო ღიაა, ვიდრე ძირები. ეს იმით აიხსნება, რომ თმის ბოლოები მალე ხუნდება მზის, ჰაერის და წყლის ზემოქმედებისაგან. ამიტომ, ჭაღარა თმის შეღებვისას ხანდახან ერთი ან ორი ტონით უფრო მუქ საღებავს იდებენ ძირებში, ვიდრე ბოლოებზე


კატეგორია: რჩევები | ნანახია: 1516

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ