რა ვაჩუქოთ საყვარელ ნიშანს ვალენტინობას? - 21 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » რა ვაჩუქოთ საყვარელ ნიშანს ვალენტინობას?
8:14 PM
რა ვაჩუქოთ საყვარელ ნიშანს ვალენტინობას?
რა ვაჩუქოთ საყვარელ ნიშანს ვალენტინობას?
აი კარს მოგვადგა სენტიმენტალური დღესასწაული - ვალენტინობა. გაიხსენეთ, რომ ამ დღეს შეყვარებულებს ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან. რა გვირჩევს ამ შემთხვევაში ჰოროსკოპი? 
ვერძი

მათ საჩუქარი მთელი გულით უნდა აჩუქოთ. რაც უფრო მეტია გრძნობა, მით უფრო ძვირფასია საჩუქარი. მოეწონებათ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია მოძრაობასთან. მაგ. რაიმე სპორტული მანქანის ან მოტოციკლისთვის.
კურო

ვერძების და მერწყულისგან განსხვავებით, კუროებს მხოლოდ ძლიერი ჩახუტება და მხურვალე კოცნა არ ეყოფათ, მას რაღაც არსებითი უნდა დაამატოთ. მათ სჭირდებათ სიყვარულის მატერიალური დამტკიცება. ამისთვის გამოდგება ოქროს მოკრძალებული ბეჭედი. ან ძვირფასი სასმელი ლამაზ ბოთლში.
ტყუპები

ყოველთვის უხარიათ პატარა სიურპრიზები, როგორიცაა წიგნები ან თეატრის ბილეთები. მათი გადაცემისას არ დაივიწყოთ თბილი სიტყვების თქმა.
კირჩხიბი

მისთვის მნიშვნელოვანია ყურადღება და არა საჩუქარი. ღმერთმა დაგიფაროთ დაგავიწყდეთ დღესასწაული, იგი განაწყენდება და გულმავიწყობას გულგრილობაში ჩაგითვლით. ქალებს მოეწონებათ საყვარელი ქალური წვრილმანები - სუნამო, სამკაულები, თეთრეული. მამაკაცებს - ქინძისთავი ჰალსტუხისთვის, ბალზამი გაპარსვის შემდეგ.
ლომი

რამდენი სასიყვარულო სიტყვაც არ უნდა უთხრათ ლომს, ბევრი არასდროს იქნება. სიტყვებს მოაყოლეთ კაშკაშა თაიგული. საჩუქარი მართალია მცირეა, მაგრამ გემოვნებიანი და ორიგინალურად შეფუთული.
ქალწული

მათ უყვართ და აფასებენ ყურადღებას, მაგრამ არ გამოხატავენ თავიანთ ემოციებს. შეუძლიათ მოჩვენებით აბუზღუნდნენ ხარჯთან დაკავშირებით. იცოდეთ, ეს თამაშია. თქვენი ყურადღება გულწრფელი უნდა იყოს, რადგან თვალთმაქცობას ადვილად შენიშნავენ. საჩუქრად გამოდგება წიგნები ან
სამსახურის მაგიდისთვის გამოსადეგი წვრილმანი.

სასწორი


აუცილებელია ყვავილები. ნატიფი სუვენირებიც მისაღებია. მაგრამ ყველაფერი ძალიან რომანტიკული უნდა იყოს. ატარეთ სასწორი ხელისგულზე და განუწყვეტლივ უმეორეთ, როგორ ძალიან გიყვართ.
მორიელი

დღესასწაული გაალამაზეთ მხურვალე ვნებით და სიყვარულის სახელით ჩადენილი სისულელეებით. მორიელებს უყვართ საჩუქრები, რომლებიც დიდხანს და კარგად ინახება და განუწყვეტლივ შეახსენებს მათ მეგობრობასა და სიყვარულს. მაგ. რბილი სათამაშოები ან მინის, ფაიფურის, ბროლის ნაკეთობები. 

და ბოლოს შევაჯამოთ: მთავარი საჩუქარი ამ დღეს არის - სინაზე, სიყვარული და კოცნა. გიყვარდეთ და იყავით ბედნიერი.
მშვილდოსანი

ძალიან მოსწონთ საჩუქრები, განსაკუთრებით ხელნაკეთი. მაგ. თუ გოგონა მას უძილო ღამეებში საკუთარი ხელით მოქსოვილ სვიტერს აჩუქებს, იგი აღფრთოვანებული დარჩება. მშვილდოსნებს აჩუქეთ ხელთათმანები, ასხმულა გასაღებისთვის ან ზარდახშა. რატომღაც ასეთ წვრილმანებს ისინი ხშირად კარგავენ, ამიტომ მუდმივად ესაჭიროებათ შევსება. თუ გსურთ საჩუქარი დიდხანს დაამახსოვრდეს, აირჩიეთ რაიმე მნიშვნელობის ან მინიშნების მქონე საგანი.
თხის რქა

არ მიაქციოთ ყურადღება მის თავშეკავებულობას საჩუქრის მიღებისას. იტყუებიან! მათ ძალიან უყვართ საჩუქრები, თუმცა არ იმჩნევენ ამას. აჩუქეთ რაიმე პრაქტიკული, მაგრამ არა სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთი, რომელშიც თავად ფულს არ გადაიხდის. მაგ. ახალი ტელეფონი, პორტფელი, ჩანთა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თხის რქა დღესასწაულს სამუშაოსთვის ხელის შეშლად მიიჩნევს, საჩუქარი მათ გაახარებს და შეახსენებს, რომ ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა მოძებნოს ადგილი.
მერწყული

მათთვის ურთიერთობა უკვე თავად საჩუქარია. ამიტომ მხოლოდ სატელეფონო ზარით ან კურიერის მომსახურეობით ნუ შემოიფარგლებით. საუბარი მათ ორიგინალურ საჩუქარზე ნაკლებად არ უყვართ. განსაკუთრებულად ნუ დაიხარჯებით, მაგრამ მხოლოდ მისალოც ბარათსაც ნუ აჩუქებთ.
თევზები

ღრმა ადამიანები არიან. საჩუქრისგან რაღაც განსაკუთრებულს ელოდებიან, კონკრეტულად რას თავადაც არ იციან. დიდხანს ძიება რომ არ მოგიწიოთ, ყურადღება მიაქციეთ იმ გარემოს, სადაც ურთიერთობთ. კარგი საგნები ცოტაა, უნდა შექმნათ რომანტიკული გარემო.


კატეგორია: ჰოროსკოპი | ნანახია: 1715

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ