როგორ გავხდეთ ერთ დღეში - 22 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » როგორ გავხდეთ ერთ დღეში
0:49 AM
როგორ გავხდეთ ერთ დღეში
როგორ გავხდეთ ერთ დღეში
დიეტოლოგები გირჩევენ, რომ კვირაში ერთხელ საჭიროა განტვირთვის დღის მოწყობა. ეს არა მხოლოდ ფიგურის პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ, არამედ გადაგიჭრით ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემასაც. აქ ლაპარაკი იქნება ვაშლით განტვირთვის დღეზე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დარღვეული ნივთიერებათა ცვლის კორექტირება, მისი ნორმალიზება და ზედმეტ წონასთან ბრძოლა. 

საუზმე აუცილებელია დილის 8 საათზე. ისაუზმეთ შემდეგნაირად: სახეხზე გახეხილი ვაშლი და ერთი სუფრის კოვზი "ჰერკულესი" აურიეთ ერთ ჭიქა უცხიმო იოგურტს. 

11 საათზე აუცილებელია უბრალოდ ერთი ვაშლი. 

14 საათზე უნდა მიირთვათ სალათი, რომელიც შემდეგნაირად უნდა მოამზადოთ: დაჭერით წვრილად ორი ვაშლი, დაუმატეთ მას გახეხილი სტაფილო და სალათის ფურცლები. დაუმატეთ ამ ყველაფერს იოგურტი და სურვილისამებრ საყვარელი მწვანილი. 

16 საათზე მიირთვით კიდევ ერთი ვაშლი. 
18 საათზე კი აუცილებელია ვახშამი: ნაჭრებად დაჭრილ ვაშლს მოასხით ცოტაოდენი ლიმონის წვენი. შეგიძლიათ მიირთვათ კიდევ ყველის პატარა ნაჭერი. 

თუ ვახშმის შემდეგ მაინც გაიღვიძა თქვენმა მადამ, მიირთვით კიდევ ერთი ვაშლი. 

ეს ყველაფერი სასურველია მოხდეს 20 საათამდე. დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ ვაშლის წვენი ან მწვანე ჩაი. ამგვარი განტვირთვის დღის შემდეგ მომდევნო დილა უნდა დაიწყოთ ნაკლებად ცხიმიანი ბულიონით ან მაწვნით. 

ასევე ნუ დაივიწყებთ იმის შესახებ, რომ განტვირთვის დღის შემდეგ არაა სასურველი მთელი მეორე დღის განმავლობაში ცხიმიანი ხორცი მიირთვათ, რადგან საბოლოოდ ვერავითარ რეზულტატს ვერ დაინახავთ.


კატეგორია: დიეტა | ნანახია: 1297

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ