შოკოლადის დიეტა - 23 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » შოკოლადის დიეტა
10:11 PM
შოკოლადის დიეტა
შოკოლადის დიეტა
ეს ორი კურდღლის მოკვლის პარადოქსული საშუალებაა – გახდები კიდეც და თავსაც არ შეიზღუდავ საყვარელი ნუგბარით პირის ჩატკბარუნებაში! 

შოკოლადის დიეტა, რომლის რეცეპტსაც გთავაზობთ, იტალიელების მოგონილია. ხანგრძლივობა – 5-7 დღეა, რის შემდეგაც რეკომენდებულია 4 ან 6-დღიანი შესვენება. ერთი კვირის შემდეგ 6 სრულიად უსარგებლო კილოგრამისგან გათავისუფლდებით. სმა საკვების მიღებიდან 3 საათის შემდე შეიძლება. 

შოკოლადის დიეტის მენიუ 
შოკოლადის დიეტა ნებას გრთავს, შეურიო პროდუქტები და საკვების მიღების შუალედში წაიხემსო. პროდუქტების გამოყენება ნებისმიერი სახით შეიძლება. მაგალითად, ორშაბათს მთლიანი ნაყოფი, სამშაბათს – ხილის სალათი, ოთხშაბათს – პიურეს სახით. 

შოკოლადის დიეტის შესანიშნავი თვისებაა ის, რომ შიმშილი ამ დროს ანტიპროდუქტიული, ანუ აკრძალუალია. აქედან მოდის წახემსების ოფიციალური საშუალება. შოკოლადი სიმხნევესა და ენერგიულობაში დაგეხმარებათ. მართალია, მითითებული ნორმის დარღვევაც არ შეიძლება – 30 გრ. დღეში. მკაცრი საათობრივი ჩარჩოები ამ დიეტას არ აქვს – საშუალოდ ერთი კვირა შეიძლება დაცვა. 

პროდუქტების მიახლოებითი სადღეღამისო ნაკრები: 
• პასტა (სპაგეტი, ატრია, ნიჟარები და სხვა მაგარი მაკარონის ნაწარმი); 
• სოუსები პასტისთვის (ცხიმის დაბალი შემცველობით, უფრო უხორცო, გამონაკლისი მხოლოდ თეთრი ხორცის პატარა ნაჭრები); 
• სალათები; 
• ბოსტნეული; 
• ახალი ხილი; 
• პოპკორნი (უზეთოდ და უმარილოდ მომზადებული); ტოპინგები (დანამტები) შეიზლება შეიცავდნენ უცხიმო რძეს, ბოსტნეულის დანამატებს, მშრალ ნიორს, სოიოს სოუსს, ძმარს, ცხარე წიწაკას, მაგარ პარმეზანს. შოკოლადი ( 30 გრ. დღეში); 
• წყალი (2 ლიტრი დღეში). 
მენიუ შოკოლადის დიეტისთვის (ასარჩევი ვარიანტები)
საუზმე: ახალი ხილი, ხილის სალათი, ხორბლის ფარფლები რძითა და მარწყვით. 
წახემსება: პოპკორნი, ხილი.

სადილი: სალათი, სალათი პასტით, სპაგეტი. 
წახემსება: პოპკორნი; ბოსტნეულის ასორტი, ხილის კოქტეილი (½ გაგრილებული ბანანი, ½ ფინჯანი ატამი ან სხვა ხილი ასარჩევად, 1 ფინჯანი რძე).

ვახშამი: ფეტუჩი ნივრისა და ტომატის სოუსით ან ნებისმიერი სხვა პასტა მარცვლისგან; სალათი; ბოსტნეული, ორთქლზე მომზადებული ან მოხარშული. 
წახემსება: პოპკორნი, შოკოლადი. 

დღის განმავლობაში: წყალი, გაზიანი წყალი, მინერალური წყალი.


კატეგორია: დიეტა | ნანახია: 1696

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ