კატლეტი “სიურპრიზი” - 23 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » კატლეტი “სიურპრიზი”
10:24 PM
კატლეტი “სიურპრიზი”
კატლეტი “სიურპრიზი”
ულუფის რაოდენობა: 2
მომზადების დრო: 30 წუთი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

4 ქათმის ფილე
2 ს/კ ერბო
1 ც. უმი კვერცხი
1 ც. მოხარშული კვერცხი
2 ჩ/ჭ საფანელი
1 ჩ/ჭ ნიგოზი
4 კბილი ნიორი
2 ს/კ დაჭრილი ოხრახუში
1 ს/კ დაჭრილი ქინძი
მარილი

მომზადების წესი:
ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ნიორი დააქუცმაცეთ. შეურიეთ ერთმანეთს ნიგოზი, ნიორი, მწვანილი, დაჭრილი კვერცხი, მარილი და ამოურიეთ. თითოეული ფილე ისე დაამუშავეთ რომ მიიღოთ ერთიანი მასა და დაბეგვეთ 0,5 სმ სისქემდე. შუაში ჩადეთ ფარში, გვერდები შეაერთეთ, მიეცით კატლეტის ფორმა. გადაუსვით 1 ს/კ ათქვეფილი კვერცხი და ამოავლეთ საფანელში. დაბრაწეთ კატლეტები გაცხელებულ ერბოში,შემდეგ შედგით ჰაერღუმელში მზაობამდე. სუფრაზე გატანამდე მოასხით შეწვის დროს წარმოქმნილი წვენი. გარნირად მოამზადეთ მოხარშული და კარაქით შეკმაზული ლობიო.


კატეგორია: კულინარია | ნანახია: 855

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ