მთავარი » სალათი ''მიმოზა''
7:47 PM
სალათი ''მიმოზა''
სალათი ''მიმოზა''

ინგრედიენტები:

• 1 ქილა დაკონსერვებული ორაგული 

• კარტოფილი 1 ცალი 

• სტაფილო 1 დიდი

• კვერცხი 3 ცალი 

• კონა მწვანე ხახვი 

• მსუბუქი მაიონეზი 2 ს.კ. 

 


მომზადება: 

კარტოფილო, სტაფილო და კვერცხი მოვხარშოთ. ორაგული დავანამცეცოთ ჩანგლით. მწვანე ხახვი

წვრილად დავჭრათ. მოხარშული კვერცხი გავფრცქვნათ, გავაცალკევოთ გული ცილისგან და

ყველაფერი გავხეხოთ. 


ყველა ინგრედიენტი ფენებად დავალაგოთ (სჯობს გამოიყენოთ ფორმა): 


1. კარტოფილი

2.სტაფილო

3. ხახვი

4. მაიონეზი

5. კვერცხის ცილა

6. ორაგული

7. კვერცხის გული

8. მაიონეზი  

9. კარტოფილი

10.სტაფილო

11. ხახვი.

12. მაიონეზი

13. კვერცხის ცილა

14. ორაგული

15. მაიონეზი.

16. კვერცხის გული.


კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1264

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ