სალათ „მზესუმზირის ყვავილი“ - 24 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » სალათ „მზესუმზირის ყვავილი“
8:01 PM
სალათ „მზესუმზირის ყვავილი“
სალათ „მზესუმზირის ყვავილი“

ინგრედიენტები:

300 გ. ქათმის ფილე

400გ. სიმინდი (კონსერვირებული)

3 ცალი კვერცხი.

200გრ. შამპინიონის მარინადი.

200 გრ. სტაფილო,

ხახვი და წიწაკა,

ზეთსხილი,

ჩიფსები (ოვალური ფორმის)

მარილი,

მაიონეზი,

მცენარეული ზეთი.


 


 

მომზადების წესი: სტაფილო მოვხარშოთ, გავწმინდოთ და გავაგრილოთ, გავხეხოთ წვრილ

სახეხზე. 


კვერცხი მოვხარშოთ და გავხეხოთ წვრილ სახეხზე. ქათმის ფილე დავჭრათ წვრილად და

მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში, დავუმატოთ მარილი. სოკო და ხახვი დავჭრათ წვრილად.


ღრმა თეფშის ფსკერზე განვათავსოთ ქათმის ფილე და გადავუსვათ მაიონეზი. შემდეგ დავდოთ

სტაფილო და ისევ გადავუსვათ მაიონეზი. დავდოთ სოკო და გადავუსვათ მაიონეზი. დავდოთ

ხახვი, კვერცხი და ისევ გადავუსვათ მაიონეზი. შემდეგ გადავაანწილოთ სიმინდის მარცვალი,

გადავუსვათ მაიონეზი. ზევიდან სიმეტრიულად გადავანაწილოთ შუაზე გაჭრილი ზეთის ხილის

მარცვლები. გარშემო შევარჭოთ ჩიფსების ფირფიტები.


კუთხეში შეგიძლიათ დასვათ პომიდვრით და ზეთისხილით გაკეთებული ჭიამაია.

მიირთვით გემრიელად!..


კატეგორია: კულინარია | ნანახია: 787

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ