რულეტი "ასორტი" - 24 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » რულეტი "ასორტი"
8:18 PM
რულეტი "ასორტი"
რულეტი

ინგრედიენტები:

3 ულუფა

ქათმის 3 დიდი ბარკალი

1 ჩ.კ. აჯიკა

2 კბილი ნიორი

100 გ შავი ქლიავი

100 გ შებოლილი საქონლის ხორცი

1 კვერცხი

1 პამიდორი

1 კიტრი

მწვანილი

პილპილი, მარილი 

მომზადების წესი:

1. ქათმის ბარკალს გამოაცალეთ ძვლები და ხორცი დაბეგვეთ.

2. ერთ ბარკალს წაუსვით აჯიკა, დანაყილი ნიორი და მჭიდროდ გადაახვიეთ.

3. მეორე ბარკალს მოაყარეთ მარილი, პილპილი, მოაწყვეთ შუაზე გაჭრილი შავი ქლიავი და გადაახვიეთ.

4. მესამე ბარკალსაც მოაყარეთ მარილი, წიწაკა, მოაწყვეთ შებოლილი ხორცის ნაჭრები და

გადაახვიეთ.

5. ფოლგას წაუსვით ცხიმი. თითოეულ ბარკალს მჭიდროდ შემოახვიეთ ფოლგა, ბოლოები

მოუკარით და შეწვით. 

6. გააგრილეთ, მოაცილეთ ფოლგა და დაჭერით.

7. თეფშზე მოათავსეთ თითოეული რულეტის 2-3 ნაჭერი. სურვილისამებრ გააფორმეთ

პამიდვრით, კიტრითა და მწვანილით. 


კატეგორია: კულინარია | ნანახია: 521

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ