მთავარი » ბადრიჯანი ყველით
8:32 PM
ბადრიჯანი ყველით
ბადრიჯანი ყველით

ინგრედიენტები:  

1 კგ. ბადრიჯანი

400 გ. ყველი

4 ცალი კვერცხი

200 გ. კარაქი

1 კონა პიტნა

400 გ. არაჟანი

მარილი გემოვნებით

 საშუალო ზომის ბადრიჯანს ამოვაცალოთ დანით თესლი და ნახევრად შევწვათ

აირღუმელში.ცალკე გავამზადოთ სატენი: წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, დაფხვნილი

ყველი, დაჭრილი პიტნა და კარაქი ავურიოთ ერთმანეთში და გამოვტენოთ ბადრიჯნები.

დავაწყოთ კარაქწასმულ ტაფაზე და შევდგათ აირღუმელში. როცა გამზადდება, მოვასხათ არაჟანი

და მივირთვათ


კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1163

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ