მამაკაცი გაშლილ სუფრასთან: ჭამა და ... - 24 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » მამაკაცი გაშლილ სუფრასთან: ჭამა და ...
8:39 PM
მამაკაცი გაშლილ სუფრასთან: ჭამა და ...
მამაკაცი გაშლილ სუფრასთან: ჭამა და ...

ფსიქოლოგებს რომ მოუსმინო, საკმარისია, ყურადღებით დაათვალიერო რჩეული, რომ მასზე

გაიგო ყველაფერი, რაც უცხო თვალისთვის უცნობია. თუ ასეა, მაშინ გაუგებარია, რატომ იზრდება

გაყრების რიცხვი იმ მიზეზით, რომ მეუღლეები ხასიათით ვერ შეეწყვნენ.  


ან ყურადღებით დაკვირვებას გადავეჩვიეთ, ან დასკვნები გამოგვაქვს მცდარი. ან კიდევ ძალიან

ვართ დარწმუნებული იმაში, რომ როგორიც უნდა იყოს, ჩვენი შეხედულებისამებრ შევცვლით.  


გთავაზობთ მორიგ ტესტს, რომელსაც კვლავაც დასავლელი ფსიქოლოგები გვთავაზობენ. ამჯერად

ვაკვირდებით, როგორ ჭამს. მაშ ასე,  


ესთეტი. ეს მამაკაცი მარტო კი არ ჭამს, საკვებს იღებს და ამიტომ ამას კარგად და საუკეთესო

კერძებით გაწყობილ მაგიდასთან აკეთებს. თუ ასეთი საშუალება არ არის, შეიძლება სრულ

აპათიასა და ცხოვრებით უკმაყოფილებას გადააწყდეთ. მისი ქალბატონიც საუკეთესო ფორმაში

უნდა იყოს, საუკეთესო თეთრეული, საუკეთესო მორთულობა, საუკეთესო ვარცხნილობა,

საუკეთესო სუნამო და მაკიაჟი. 


ღორმუცელა. ამ კაცს ჭამაზე ფიქრი ყველგან თან სდევს, თანაც ხარისხი და კულინარული

დახვეწილობა ნაკლებად აინტერესებს. სიახლოვეც ასეთი აქვს: სიამოვნების მიღებას ხელი

არაფერმა უნდა შეუშალოს, მერე კი დაისვენებს.  


სუსნია. არ უყვარს შემწვარი ხორცი, წვნიანები და ფაფები. ტკბილეულის დიდი მოყვარულია,

დესერტი მენიუს მთავარი კერძია. ლამაზი თაყვანისცემა იცის, თავაზიანია, ხშირად კოცნის

ხელებს, მაგრამ უფრო ახლო ურთიერთობაში არ ბრწყინავს – მთელი მისი ძალა ანტურაჟზე

იხარჯება. 


პოფიგისტი. ეს კაცი იმისთვის ჭამს, რომ იცოცხლოს, და არა - პირიქით. სამწუხაროა, რომ საკვები

, ყველაზე გემრიელიც კი, ნამდვილ სიხარულს არ ანიჭებს – დახვეწილ კერძებსაც მადის გარეშე

მიირთმევს. ინტიმურ ურთიერთობშიც ასეთია – დაღლილი, გულგრილი ... მაგრამ

პრეტენზიებით. ამ დროს ინიციატივა საერთოდ არ არსებობს. 


ლაქლაქა. სუფრასთან უფრო მეტს ლაპარაკობს, ვიდრე ჭამს, მარტო ჭამა კი მისთვის საშინლად

მოსაწყენია. საჭმელი არ აინტერესებს – მთავარი – თანამეტრაპეზეები არიან. ინტიმურ

ურთიერთობებშიც უყვარს საუბარი. თუმცა, დიდი მაძიებელი არაა, ადვილად თანხმდება

ნებისმიერ წინადადებას. მისი ერთგულების იმედად ყოფნა კი არ ღირს. 


კონსერვატორი. ასეთი კაცი საკვების მიმართ დიდი პრეტენზიებით არ გამოირჩევა, თუმცა

რამდენიმე კულინარული გატაცება აქვს, რომელსაც ყოველდღე მიელტვის. ბევრი პრეტენზია და

ინტერესი არც ინტიმური ურთიერთობის დროს აქვს. საეჭვო. კულინარულ სიახლეებსა და უცხო

კერძებს ეჭვით უყურებს და არასდროს გასინჯავს რამე ახალს და ეგზოტიკურს. შესაბამისად,

პირად ურთიერთობებშიც უკიდურესად ტრადიციული, ფანტაზიებს მოკლებული და არანაირ

სიახლეს არ მიესალმება. 


გურმანი. ის თვითონ იმზადებს საკუთარი თავისთვის, ამ საქმეში მაქსიმალურ ოსტატობას

ამჟღავნებს, ყოველთვის მზადაა, კულინარული საიდუმლოები გაამხილოს. ეს მამაკაცი პედანტია

ყველაფერში, ინტიმურ ურთიერთობასაც ზედმიწევნით გეგმავს და იშვიათად ითვალისწინებს

მეორე მხარის ინტერესებს. 


უადგილო. ასეთი მამაკაცი ჭამაში, და სხვაშიც – ყველაფერში, უკოხტაოა. სულ რაღაც უვარდება,

ექცევა, აბნევს, სვრის ტანსაცმელს. მოუხერხებელია სიყვარულშიც. ასე რომ, თუ გზად ასეთი

ადამიანი გადაგეყარათ, იუმორის გრძნობითა და მოტმინებით დაიმუხტეთ – სხვაგვარად მასთან

ვერ გაძლებთ.


კატეგორია: რჩევები | ნანახია: 462

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ