მთავარი » ანანასის ნაყინის ტორტი
3:38 PM
ანანასის ნაყინის ტორტი
ანანასის ნაყინის ტორტი


შემადგენლობა

დაკონსერვებული ანანასი - 1 ქილა

კვერცხის ცილა - 3 ცალი

შაქარი - 200 გრ

ნაღები - 500 გრ

შოკოლადი - 150 გრ

მომზადება

გავხსნათ ანანასი, წვენი გადავასხათ. 

დავჭრათ ანანასის ნაწილი და ჩავდოთ მდუღარე წყალში 30 წამით.

დანარჩენი ანანასისგან გავაკეთოთ პიურე, ავთქვიფოთ.


კვერცხის ცილა ავთქვიფოთ შაქართან ერთად.

ცალკე ავთქვიფოთ ნაღების ნაწილი.

ათქვეფილი ნაღები და ცილა ერთმანეთში ავურიოთ

და დავამატოთ ანანასის პიურე და ანანასის ნაჭრები.

ყველაფერი ფრთხილად ავურიოთ, ჩავასხათ ფორმაში

და ჩავდგათ საყინულეშიი მთელი ღამით.

შოკოლადი დავამტვრიოთ ან გავხეხოთ

დარჩენილი ნაღები გავაცხელოთ შოკოლადთან ერთად, სანამ შოკოლადი არ

გადნება.


ეს სითხეც ჩავდგათ მაცივარში მთელი ღამით.

მეორე დღეს ავთქვიფოთ ნაღები შოკოლადით სქელ მასამდე.

ამოვიღოთ საყინულედან ნაყინის ტორტი, გადმოვატრიალოთ დიდ თეფშზე და

დავასხათ ათქვეფილი შოკოლადის კრემი.




გემრიელად მიირთვით!


კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1173

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ