რა არის ჰაილაითერი და როგორ გამოვიყენოთ? - 26 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » რა არის ჰაილაითერი და როგორ გამოვიყენოთ?
7:52 PM
რა არის ჰაილაითერი და როგორ გამოვიყენოთ?
რა არის ჰაილაითერი და როგორ გამოვიყენოთ?
რა არის ჰაილაითერი და როგორ გამოვიყენოთ?

 


 რა არის ჰაილაითერი და რისთვის არის ის საჭირო? ჰაილაითერი ინგლისური სიტყვაა ( highlight -გამოყოფა, ხაზგასმა ) და ნიშნავს დეკორატიული კოსმეტიკის საშუალებას, რომლის დანიშნულებაც სახის გარკვეული ნაწილების "განათებაა" - სინათლის ამრეკლავი ნაწილაკების მეშვეობით, რაც თავის მხრივ ნიღბავს ნაოჭებს, ასწორებს სახის რელიეფს და სახის კანს ახალგაზრდულ და ჯანმრთელ იერს მატებს.


ჰაილაითერი - შესაძლებელია იყოს ფხვიერი, თხევადი, კომპაქტური.
 არსებობს ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ბრინჯაოსფერი და ფერადი 
ჰაილაითერებიც კი. მას გააჩნია ფუნჯის ან სტიკის ფორმა.

ჰაილაითერი ძირითადად გამოიყენება სახის განსაზღვრულ უბნებზე.

 

ამ ფოტოზე ნათლად ჩანს, თუ სახის რომელ უბნებზე ისმევა ჰაილაითერი.

1- თვალის ქვემოთა ნაწილის ძვლებზე: აჯანსაღებს, "ხსნის" სახეს და აახალგაზრდავებს. ანეიტრალებს თვალების ირგვლივ ჩაშავებულ წრეს.
2 - წარბის ზემოთ მდებარე, შუბლის გვერდითი ნაწილები: ის ხდის სახეს 
რელიეფურს და ადიდებს შუბლს.
3 - ცხვირის შუა ნაწილის გვერდითი ადგილები -ისმევა პატარა ცხვირის შემთხვევაში, ის ახდენს ცხვირის ფორმაზე კორექციას და ასწორებს პროპორციებს. თუ ცხვირი დიდია, მაშინ ჰაილაითერი ისმევა თხელი ფუნჯით, კეხზე.
4 - თვალის შიგნითა კუთხეებში: ხსნის მზერას და "ახლოს" ჩამჯდარ თვალებს ცოტათი აშორებს, ხოლო თუ პირიქითაა, თვალების " ახლოს მისატანად" ჰაილაითერი ცხვირის ფუძეზე ისმევა.
5 - წარბის ქვემოთ, წარბთან: ხაზს უსვამს წარბების ფორმას და გამოყოფს თვალებს.
6 - ტუჩის ზედა, ცენტრალური ნაწილი: მატებს ტუჩებს მოცულობას და რელიეფს.
7 - ქვედა ტუჩის კონტურზე: ესეც მატებს ტუჩებს მოცულობას, ხშირად გამოიყენება იმ შემთხვევაში როცა ტუჩები არ იღებება პომადით და რჩება ნატურალური შეფერილობის.

 მაკიაჟში ყველაზე ხშირად გამოიყენება 1 - 2 - 4 -6 კომბინაციები.


კატეგორია: რჩევები | ნანახია: 1024

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ