როგორ შევარჩიოთ და სად ვიპკუროთ არომატი - 26 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » როგორ შევარჩიოთ და სად ვიპკუროთ არომატი
8:05 PM
როგორ შევარჩიოთ და სად ვიპკუროთ არომატი
როგორ შევარჩიოთ და სად ვიპკუროთ არომატი

როგორ შევარჩიოთ და სად ვიპკუროთ არომატი

  

 ყველაზე მდგრად და ყველაზე კონცენტრირებულ პარფიუმერულ პროდუქციას

წარმოადგენს პარფიუმი (აღნიშნული parfum ანდა extrait de parfum ) - 20-

30% კონცენტრაციით, ეს კი ხსნის მის მაღალ თვითღირებულებას. პარფიუმს

მოსდევს პარფიუმერული წყალი (eau de parfum ან parfum de toilette) 15 -

20 % კონცენტრაციით 90% სპირტში. ასევე საკმაოდ მდგრადი საშუალებაა,

ჩერდება 4- 6 საათის განმავლობაში. შემდეგია: ტუალეტის წყალი (eau de

toilette) კონცენტრაციით 10 -20%, რომელიც ჩერდება საშუალოდ 3-4 საათი.


  ამ ხაზით ზოგიერთი ბრენდი ამზადებს უფრო მსუბუქ ვარიანტებს: ოდეკოლონი

(eau de cologne) მამაკაცებისთვის და ვუალი ან ბურუსი (voile de parfum ან

mist) მანდილოსნებისთვის, რომელთა ძირითადი ფუნქცია ჰიგიენური

დანიშნულებაა.


ახლა კი განვსაზღვროთ თუ სად უნდა ვიპკუროთ პარფიუმერული საშუალებები 

რათა მისმა არომატმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგანიჭოთ სიამოვნება 

თქვენ და ირგვლივმყოფებსაც. 

 

პარფიუმი ზუსტად იქ წაისვით სადაც პულსაციაა: მაჯაზე, ნიდაყვის 

მოხრის არეში და ასე შემდეგ ..


პარფიუმერული ან ტუალეტის წყალი შესაძლებელია სამოსზეც იპკუროთ თუ

რათქმაუნდა აბრეშუმში ან ბეწვეულში არ ხართ გამოწყობილი. ასევე

გაითვალისწინეთ 

ღია ფერის და გამჭვირვალე სამოსზე შესაძლებელია სუნამომ ლაქა დაგიტოვოთ. 
ძირითადად კი სუნამოს ტანსაცმელზე მიპკურებას მაშინ აქვს აზრი, როცა ჰაეროვან და 

მფრინავ სამოსს იცვამთ: მოძრაობაში არომატი გავრცელდება რამოდენიმე მეტრის

მანძილზე. 

თუ არომატი მძიმე და რთულია, მაშინ ის აუცილებლად ჰაერში გაასხურეთ და

უმალ არომატის

ღრუბელში დაადექით, რათა კარგად ჩააჯდეს თქვენს კანსა და ტანსაცმელს.

 

არომატული ვუალი პირდაპირ ტანზე იპკურეთ, როგორც წესი ის 

შეიცავს მკვებავ და დამარბილებელ კომპონენტებს.


კატეგორია: რჩევები | ნანახია: 555

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ