პოპულარული დიეტა - 31 ივლისში 2009 - fashion
მთავარი » პოპულარული დიეტა
5:22 PM
პოპულარული დიეტა
პოპულარული დიეტა









პოპულარული დიეტა



სამხრეთ სანაპიროს პოპულარული დიეტის ავტორმა, ექიმმა-კარდიოლოგმა

არტურ აგატსტონმა კვების ეს სისტემა თავდაპირველად თავისი პაციენტებისთვის

- გულით დაავადებულთათვის შეიმუშავა და ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, თუ

მისი ნოუ-ჰაუ გაამართლებდა და ასეთი პოპულარული გახდებოდა. ამ

პოპულარობის მიზეზი კი ის გახდა, რომ მის პაციენტებს არა მხლოდ გულის

პრობლემები მოეხსნათ, არამედ თვალსა და ხელს შუა "შემოადნათ" ზედმეტი

კილოგრამები.



დიეტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა იკვებოთ მხოლოდ და მხოლოდ

ნატურალური პროდუქტებით, ანუ ხელოვნური ინგრედიენტები ბუნებრივით

შეცვალოთ.


აგატსტონის დიეტა უფლებას გაძლევთ, მიირთვათ: ხილი, ბოსტნეული, წვნიანი,

სალათები, ფრინველის უცხიმო ხორცი, ზღვის პროდუქტები, საქონლის ხორცი,

რძის პროდუქტები.


გთავაზობთ არტურ აგატსტონის დიეტებიდან ერთი დღის ვარიანტს, რომლის

მიხედვითაც თავად შეგიძლიათ, შეადგინოთ ყოველი დღის რაციონი ზემოთ

ჩამოთვლილი პროდუქტების გამოყენებით


საუზმე

9 -დან 10 საათამდე - 1 ჩაის ჭიქა ტომატის წვენი (უმარილო), 1 კვერცხის

ცილისგან მომზადებული ომლეტი მწვანილით და 100 გრ სოკოთი, 1 ფინჯანი

უშაქრო ჩაი ან ყავა.


სადილი

14 - დან 15 საათამდე - 2 საშუალო ზომის ნაჭერი ხბოს ხორცის სტეიკი

("გრილზე" შემწვარი), ზეითუნის ზეთით შეზავებული 1 ულუფა ბოსტნეულის

სალათა, 200 გრ ცოცხალი ხილი ( ზაფხულში უმჯობესია მარწყვი ან სხვა

კენკრა ).


ვახშამი

18 - დან 19 საათამდე - 1 საშუალო ზომის თევზის ფილე ("გრილზე" შემწვარი),

100 გრ მოშუშული ყვავილოვანი კომბოსტო ან ბროკოლი, 100 გრ ცოცხალი ხილი

და უცხიმო იოგურტი.

კატეგორია: დიეტა | ნანახია: 1238

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ