ნინა წკრიალაშვილი ინტერვიუ - 4 აგვისტოში 2009 - fashion
მთავარი » ნინა წკრიალაშვილი ინტერვიუ
7:03 PM
ნინა წკრიალაშვილი ინტერვიუ
ნინა წკრიალაშვილი ინტერვიუ

- როგორ იწყება ნინას ერთი ჩვეულებრივი დღე? 

- თუ საქმე არ მაქვს, დილას 11 საათზე ვიღვიძებ. აბაზანაში შევდივარ, მერე

ვსაუზმობ. თუ განსაკუთრებული საქმე არ მაქვს, რაღაცას ვიგონებ ხოლმე, რომ

დღემ ტყუილად არ ჩაიაროს. სტუდიაში მივდივარ, ახალ სიმღერაზე ვმუშაობ,

მერე შეიძლება მეგობრებთან გავიარო. სახლში მოსული ბავშვს ვამეცადინებ. მერე

ვიძინებ. თუ საქმე მაქვს, საშინლად დატვირთული მოვდივარ და ეგრევე ვიძინებ. 


- რამდენი ხანი გჭირდება მომზადებისთვის? 
_ ძალიან მალე ვწესრიგდები. თუ რამე შეხვედრა არ მაქვს, ეგრევე ჯინსებს

ამოვიცვამ, მაისურს ჩავიცვამ და 5 წუთში მზად ვარ. მაკიაჟსაც არ ვიკითებ. თუ

მაკიაჟი უნდა გავიკეთო და განსაკუთრებულად ვემზადები, მაინც 15 წუთი

მყოფნის, ანუ დიდი დრო არ მჭირდება. 

- ასე მალე ახერხებ მოწესრიგებას?

- თუ თმა მოწესრიგებული მაქვს, ასე მალე. . . თუ თმა მოსაწესრიგებელია,

ჩათვალეთ, რომ ვერასდროს ვერ მოვწესრიგდები, იმდენად დიდი დრო

მჭირდება :) 
- სალონებს რამდენად ხშირად სტუმრობ? 


- კვირაში ორჯერ თმას ვივარცხნი, კვირაში ერთხელ ფრჩხილებს ვიკეთებ და

შესაბამისად, ზოგჯერ სახის, ტანის მასაჟს ვიკეთებ... მაგრამ კვირაში ორჯერ

მაინც სტაბილურად დავდივარ სალონში, იმიტომ, რომ ჩემი თმა სხვანაირად არ

გამოიყურება კარგად.

- ვარცხნილობის შეცვლას ხომ არ აპირებ? 


- რამდენჯერაც ვარცხნილობის შეცვალა ვცადე, იმდენჯერ მომიწია ისევ ასეთი

ვყოფილვიყავი. ზაფხულში ყავისფრად გადავიღებე თმა. ვერაფრით ვერ შევეგუე.

მეორე დილით ისევ ასე შევიღებე. მერე დაგრძელებული თმაც მოვიხსენი. სამი

დღე "კარე" მქონდა. ამასაც ვერ შევეგუე და ისევ მივიბი (იცინის).ძალიან მინდა,

რომ თმა გავიმუქო მაგრამ არ მიხდება. წელიწადში ერთხელ ვიღებავ ხოლმე ერთი

დღით, მაგრამ ისევ ამ ფერს ვუბრუნდები. 


- კიდევ სხვა რამის შეცვლას ხომ არ აპირებ შენს გარეგნობაში? 

- ცხვირი მინდა, უფრო კარგი მქონდეს. სხვა რაღაცეებსაც შევცვლიდი. საერთოდ

იცი რა არის? თუ არის იმის საშუალება, რომ უკეთესად გამოიყურებოდე,

მივესალმები ამ ყველაფერს. პლასტიკურ ქირურგთან ვიყავი და დამცინა: შენს

ცხვირს არ სჭირდება გაკეთებაო, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ ცოტა კორექცია

საჭიროა. კარგი ცხვირი მქონდა და ერთი, ოთხი წლის წინ გამიტყდა. ერთი

მხრიდან პატარა კეხი მაქვს, მეორე მხრიდან არა. ეს არ მომწონს. თურმე, რაც

დიდი ცხვირი გაქვს, უფრო ადვილი გასაკეთებელი ყოფილა, პატარა ჩარევა უფრო

ძნელიაო. ამის გამო თავს არიდებენ ჩემი ცხვირის გაკეთებას. რა ვქნა, იყოს ის რაც არის. 
- როგორი უნდა იყოს მამაკაცი რომ ნინას ყურადღება მიიქციოს? 


- ასეთი ჩამოყალიბებული სტერეოტიპი არ მაქვს. შეიძლება ისეთმა მამაკაცმა

მიიქციოს ჩემი ყურადღება, რომელზეც ვერ წარმოვიდგენდი რომ ოდესმე

დავინტერესდებოდი... რა ვიცი, კაცი უნდა იყოს. სრული ამ სიტყვის გაგებით.

მაღალი იქნება, დაბალი, ქერა თუ შავგვრემანი, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია,

მის გვერდით ვიგრძნო, რომ ქალი ვარ. 
- როგორები არიან შენთვის ქართველი მამაკაცები? 


- ყველას ერთ ქვაბში ვერ მივხარშავთ ნამდვილად, მაგრამ ძირითადად მძიმეები

არიან. ქალებზე უფრო მეტად უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება. უფრო

ფრთხილები არიან და საზოგადოების აზრს უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას

ვიდრე, ქალები ვაქცევთ. ძალით ირთულებენ ცხოვრებას. 


- რას გულისხმობ მძიმეში? 
- ხასიათს. გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ. რაღაც უნდათ და თვითონაც ვერ

იგებენ რა. 
- შენ თუ მამაკაცი მოგეწონება როგორ მიიქცევ მის ყურადღებას? 

- მე არასდროს ვიქცევი ასე. ძირითადად, თვითონ ცდილობენ რომ ჩემი

ყურადღება მიიქციონ. საერთოდ, ვთვლი, რომ არც ერთი მამაკაცი არ ღირს იმად,

რომ მისი ყურადღება მიიქციო, არც ერთი, ვინც არ უნდა იყოს სამყაროში. 


- გულგატეხილი ნინას პასუხია? 


- არა, რა სისულელეა. როგორ შეიძლება ვიღაცის გამო გულგატეხილი იყო, ანუ ამ

სქესის წარმომადგენლებს სერიოზულად არ ვუყურებ. 


- რამეს ხომ არ ნანობ?

 
- რაღაცეებს ვნანობ, მაგრამ სინანულს აზრი არ აქვს, ვერ გამოასწორებ. როცა

რაღაცაზე კისერს წაიმტვრევ, მეორედ აღარ უნდა შეგეშალოს, თორემ მთელი

ცხოვრება, რომ გადაყვე ამ სინანულს, აზრი არ აქვს. ისედაც ცოტა ხანს

ვცხოვრბთ. 
- როგორ ფიქრობ, წარმატებული ქალი ხარ? 


- ვერ გეტყვი ძალიან წარმატებულიო, მაგრამ ჩემზე წარუმატებლებიც მინახავს.

თემცა, ეს ის არ არის, რაზეც ვოცნებობდი. 


- პირად ცხოვრებას გულისხმობ თუ შემოქმედებას? 


- პირად ცხოვრებასაც და შემოქმედებასაც... მაგრამ ყველაფერი წინ მაქვს. 


- შემოქმედებაში რა ხდება? 


- ალბომზე მუშაობა დავასრულე. კლიპის გადაღების ერთი დღეც დავასრულე.

ახლა ცოტა ჯამრთელად ვერ ვარ, ფილტვების ანთება მაქვს. რომ

გამოვჯანმრთელდები ალომს გამოუშვებ. 


- რომელ სიმღერაზე იღებ კლიპს? 


- დიმკა თეიმურაზოვის სიმღერაზე, რომლის ტექსტიც მე თვითონ დავწერე და

"ილუზია" ჰქვია. კლიპს რაც შეეხება, "კიკალას" სტუდია გადაიღებს. ეს იქნება

ფოტო-კოლაჟური კლიპი.

კატეგორია: ჟურნალები კატალოგები | ნანახია: 5141

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ