მიშა მესხი მიშა მიშაა, გოგლიკო კი – გოგლიკო - 6 აგვისტოში 2009 - fashion
მთავარი » მიშა მესხი მიშა მიშაა, გოგლიკო კი – გოგლიკო
0:56 AM
მიშა მესხი მიშა მიშაა, გოგლიკო კი – გოგლიკო
მიშა მესხი მიშა მიშაა, გოგლიკო კი – გოგლიკო




მიშა მესხი

მიშა მიშაა, გოგლიკო კი – გოგლიკო


ჯერ იყო ”გასეირნება ყარაბაღში” და მერე – ”გასეირნება ყარაბაღში 2”.

პირველმა ფილმმა მიშა მესხს უეცრად ისეთი პოპულარობა მოუტანა, რომ აზრზე

მოსვლაც ვერ მოასწრო. თუმცა იმასაც ამბობს, რომ ისეთ ოჯახში დაიბადა და

გაიზარდა, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა არც არასდროს აკლდა.

ლეგენდარული ფეხბურთელის მიშა მესხის შვილიშვილმა ფეხბურთელის

კარიერას მსახიობობა ამჯობინა, თუმცა მსახიობობაც ახლობლების თხოვნის

შემდეგ გადაწყვიტა.



“19 წლამდე აქტიურად ვვარჯიშობდი, თუმცა საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიურ

ძეწოლას განვიცდიდი იმის გამო, რომ ყოველთვის ბაბუაჩემს მადარებენ.

ლეგენდად ქცეულ მიშა მესხთან “ორთაბრძოლა”, ფაქტობრივად წარმოუდგენელი

იყო. ჩემი მსახიობობაც ალბა დამან განაპირობა. უნდა დამემტკიცებინა, რომ მეც

შემეძლო ისეთი საქმის კეთება, რომელსაც ხალხი დაინახავდა და დააფასებდა.

სწორედ ამიტომ ვიპოვე საკუთარი თავი კინოში. Mმე თვითონ შევძელი გზის გაკვალვა... ”


როგორც თვითონ ამბობს, შეიძლება ითქვას, რომ ”ყარაბაღამდე” მის ცხოვრებაში

განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. იყო ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი,

რომელსაც ჰყავდა ბევრი მეგობარი და ჰქონდა საკმაოდ აქტიური ცხოვრების

სტილი. ფილმში – ”გასეირნება ყარაბაღში” – შემთხვევით აღმოჩნდა: ”ლევან

დობორჯგინიძის (ფილმში გიო) სანახავად ვიყავი თეატრალურში მისული.

სრულიად სპონტანურად გადაგვიღეს ფოტოები და ტელეფონის ნომრები

გამოგვართვეს. მეორე დღეს მხოლოდ ლევანს დაურეკეს და კასტინგზე დაიბარეს.



გადავწყვიტეთ, კასტინგზე მაინც ერთად წავსულიყავით”. კასტინგზე ფილმის

რეჟისორი ლევან თუთბერიძე და პროდიუსერი ლევან კორინთელი დახვდნენ:

”დიდი ენთუზიაზმით არ შემხვედრიან. გამოუცდელი მსახიობი ვიყავი და


ფიქრობდნენ, რომ ის ევერ შევასრულებდი როლს, როგორც საჭირო იყო... მაგრამ

ლევან კორინთელმა გადაწყვიტა, რომ ჩემთვის შანსი მოეცათ. სახლში გამატანეს


ტექსტი და მეც მთელი მონდომებით ვიმეცადინე სარკის წინ. როდესაც მათ წინაშე განვასახიერე როლი, შევატყვე, აშკარად მოეწონათ... საბოლოოდ ლევან

კორინთელის დიდი მონდომების შედეგად გოგლიკოს როლზე დამამტკიცეს... 



როგორც მიშა ამბობს “ყარაბაღის” შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა ისეთი აზრი,

თითქოს ის საკუთარ თავს ასახიერებდა: “რა თქმა უნდა, მე საკუთარიც ბევრი

ჩავდე ამ როლში, მაგრამ მე მე ვარ, გოგლიკო კი გოგლიკოა”.

კატეგორია: ჟურნალები კატალოგები | ნანახია: 2254

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ