მზისგან დაცვის იდეალური ტაქტიკა - 6 აგვისტოში 2009 - fashion
მთავარი » მზისგან დაცვის იდეალური ტაქტიკა
1:19 AM
მზისგან დაცვის იდეალური ტაქტიკა
მზისგან დაცვის იდეალური ტაქტიკა




მზისგან დაცვის იდეალური ტაქტიკა

როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, ქალების უმეტესობა დამცავ საშუალებებზე უარს

მათი ცხიმიანი და წებოვანი ფაქტურის გამო ამბობს. კანის სპეციალისტების

მტკიცებით, მათი პაციენტების უმეტესობა სწორედ ამ მიზეზით გაურბის

სხვადასხვა ლოსიონისა და კრემის გამოყენებას. კიდევ ერთ მიზეზად იმას

ასახელებენ, რომ მზისგან დამცავი საშუალებები დიდხანს შრება და ეს არცთუ ისე

სასიამოვნოა. თუ შენც სწორედ ამის გამო იკავებ თავს დამცავი საშუალებებისგან,

გეტყვი, რომ დღეს აფთიაქებსა და მაღაზიებში ისეთი მრავალფეროვანი

არჩევანია, რომ ამ პრობლემას ადვილად მოევლება. თუ წებოვნება არ

გსიამოვნებს, შეგიძლია სპრეი შეიძინო – მზისგან დამცავი საშუალებები ამ

ფორმითაც გამოდის. არის ასევე მრავალნაირი ლოსიონი, თუკი ზეთოვანი

ტექსტურა არ მოგწონს. შეგიძლია რამდენიმე სახეობის დამცავი იყიდო და

შენთვის იდეალური შეირჩიო.



SPF– ის შემცველი დამნამავის სააბაზანოში შენახვა

საქმე ისაა, რომ თუ ამ საშუალებას საძინებელში ან სხვა ოთახში, კარადაში შეინახავ, მის გამოსაყენებლად სპეციალური შეხსენება არ დაგჭირდება. მაშინ კი, როდესაც ასეთი დამნამავი სააბაზანოში, თაროზე გიდევს, მისი შხაპის შემდეგ ტანზე გადასმა მექანიკურ ჩვევად გექცევა. რამდენიმე კვირაში ამ მოქმედებას ისე გააკეთებ, რომ არც დაფიქრდები. უბრალოდ, კანის დაცვა შენი დილის ტუალეტის ისეთივე ნაწილი გახდება, როგორიც არის შხაპის მიღება ან პირის ღრუს მოწესრიგება. ეს სულ რამდენიმე დამატებით წამს დაგაკარგვინებს.



თვის რჩევა

იმისთვის, რომ თავი დაიცვა, ერიდე მზის პირდაპირ სხივებს შუადღიდან საღამოს 5 საათამდე. შეზღუდე სოლარიუმში ვიზიტები და თუ მზეზე გარუჯვის მოყვარულთა კატეგორიას მიეკუთვნები, პერიოდულად გაიარე კონსულტაცია დერმატოლოგთან.

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 575

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ