გაირუჯე ჯანსაღად - 6 აგვისტოში 2009 - fashion
მთავარი » გაირუჯე ჯანსაღად
1:35 AM
გაირუჯე ჯანსაღად
გაირუჯე ჯანსაღად




1) სახიფათო ზონა შენს სხეულზე


იცოდი, რომ ფეხები ნომერ პირველი ზონაა, რომელსაც მელანომის განვითარების

საფრთხე ემუქრება? ამასთან, მელანომა მკერდს, მუცელსა და ზურგსაც

`ემტერება”. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი მოდაა! ქალაქში სეირნობის დროსაც კი

დაბალწელიანი ჯინსისა და მოკლე ტოპის გამო მუცელი მზის მავნე გამოსხივების

ერთ-ერთი პირველი სამიზნეა. ამიტომ, როცა დამცავ კრემს ფეხებსა და

მკლავებზე ისვამ, მუცელი და თეძოებიც არ დაივიწყო”.



2) პრევენციული ზომები


ხანგრძლივი მგზავრობისას მზის მავნე გამოსხივება განსაკუთრებით მანქანის

მარცხენა მხარეს და უკანა ფანჯრებს `ემტერება”, კანში აღწევს და მასზე წვრილ

ზოლებს, ლაქებსა და კანის კიბოსაც კი აჩენს. თავი, კისერი, მკლავები და ხელები

ამ დროს მნიშვნელოვანი რისკის ქვეშაა. კარგი იქნება, თუ მანქანის ფანჯრებს

სპეციალურ ფილტრიან დამცავს გაუკეთებ. და კიდევ: სანამ საჭეს მიუჯდები,

დამცავი საშუალების წასმა არ დაგავიწყდეს.

გარუჯვის ფილოსოფია- პროფილაქტიკური ზომები


* მზის აბაზანების დროს დამცავი პომადის გამოყენება აუცილებელია, რადგან

ტუჩები არც ერთ წვეთ მელანინს არ შეიცავს. როგორც კრემი, ისე პომადა

სახლიდან გასვლამდე 20 წუთით ადრე უნდა წაისვა.


* პიგმენტური ლაქები შეიძლება ეთეროვანი ზეთის გამოყენების ადგილას

გაჩნდეს. ამიტომ პლაჟზე გასვლის წინ სუნამოს დასხურება რეკომენდებული არ

არის.
* ვისაც ბევრი ხალი აქვს, მისთვის სოლარიუმში გარუჯვა და დამცავი კრემის

გარეშე მზის აბაზანების მიღება არ შეიძლება.

დამცავი ზომები


* კარგად შეარჩიე დამცავი


შარშანდელი მონარჩენი დამცავი კრემი პრაქტიკულად უსარგებლოა და შეგიძლია

ნაგავში გადაუძახო. ამასთან დაუშვებელია გახსნილი კრემის მზის გულზე

დადება.
* იზრუნე მთელ სხე ულზე


კანზე დამცავი კრემის თხელი ფენა წაისვი. თუკი ამის შესაძლებლობა გაქვს,

ჯობია მთლიანად გაიხადო და სხეულის არც ერთი წერტილი არ დატოვო

უყურადღებოდ.
* განაახლე დამცავი ყოველ ორ საათში


ასე მოიქეცი მაშინაც კი, თუ ეგრეთ წოდებულ წყალგამძლე დამცავს იყენებ. ისიც

ისევე გცილდება, როგორც ჩვეულებრივი დამცავი კრემები.



სხეულის რძე
DERMO SUN ACTIVE ANTISHOCK SPF15 KORFF- ისგან



სხეულის კრემი
SUN CARE SPF8 ESTEE LAUDER-ისგან




სახის ემულსია
CAPITAL SOLEIL SPF50 VICHY-ისგან



სახის კრემი
PROTECTIVE SUN CARE FOR FACE & LIPS SPF40 LUMENE-ისგან



სხეულის სპრეი
SOLAR EXPERTISE SPF10 L’OREAL PARIS-ისგან



სხეულის სპრეი-რძე
SOLEIL DNA GUARD SPF15 LANCOME-ისგან




კატეგორია: რჩევები | ნანახია: 828

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ