შემაშფოთებელი ნიშნები - 6 აგვისტოში 2009 - fashion
მთავარი » შემაშფოთებელი ნიშნები
1:44 AM
შემაშფოთებელი ნიშნები
შემაშფოთებელი ნიშნები




შემაშფოთებელი ნიშნები

ეს საგანგაშო სიმპტომები შესაძლოა სერიოზულ პრობლემაზე მიგანიშნებდნენ,

მაგრამ არც ისეთი მომაკვდინებელია, შენ რომ გგონია.

* უსიამო სუნის, თხელი, მოყვითალო ფერის გამონადენი



ეს შესაძლოა იყოს ინფექცია, რომელსაც ბაქტერიული ვაგინოზი ეწოდება. ამ

ინფექციას ვაგინაში ბაქტერიის გამრავლება იწვევს და ძირითადად, საშიში არ

გახლავთ. თუმცა ის ზოგჯერ ზრდის მგრძნობელობას სქესობრივი გზით

გადამდები სხვა დაავადებების მიმართ. გაესინჯე გინეკოლოგს და იმკურნალე

დანიშნულების მიხედვით. 



* ტკივილი მუცლის ქვედა არეში


ეს შესაძლოა იყოს შარდსადენი გზების ინფექცია _ გასაკუთრებით ხშირად

გიჩნდება შარდვის მოთხოვნილება, შარდვისას კი წვას გრძნობ. ეს ინფექცია

უფრო სერიოზულ დაავადებაში არ გადაიზრდება, მაგრამ, თუ დროულად არ

იმკურნალებ, პროცესი უფრო და უფრო მტკვინეული გახდება. გინეკოლოგი

გამოგიწერს ანტიბიოტიკებს, რომელთა დახმარებით იოლად დაამარცხებ

ინფექციას. 




* მცირე გამონადენი მენსტუალურ ციკლებს შორის


ეს კონტრაცეპტივების გვერდითი ეფექტია, მით უმეტეს, თ

უკი სულ რამდენიმე თვეა გასული მას შემდეგ, რაც მათი მიღება დაიწყე.

უცნობია, თუ რატომ ხდება ასე, მაგრამ ყოველდღიური საფენების ტარებას, ჯობია

გინეკოლოგს მიმართო და აბები გამოცვალო.


კატეგორია: რჩევები | ნანახია: 759

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ