სიყვარულის ტემპერატურა - რა აგიჟებთ მამაკაცებს ზაფხულში? - 6 აგვისტოში 2009 - fashion
მთავარი » სიყვარულის ტემპერატურა - რა აგიჟებთ მამაკაცებს ზაფხულში?
2:03 AM
სიყვარულის ტემპერატურა - რა აგიჟებთ მამაკაცებს ზაფხულში?
სიყვარულის ტემპერატურა - რა აგიჟებთ მამაკაცებს ზაფხულში?





თუ ამ საქმეს, ცოტა შემოქმედებითად მიუდგები, ენის სწავლამ მართლაც დიდი

სიამოვნება შეიძლება მოგანიჭოს, რომ აღარაფერი ვთქვათ კარგ ხელფასზე,

პერსპექტიულ თანამდებობაზე, საინტერესო ნაცნობობაზე, მსოფლიოს გარშემო

მოგზაურობასა და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენ უპირატესობაზე...



ჰაერის ტემპერატურასა და ტემპერამენტს შორის კავშირი ნამდვილად არის!

მსოფლიოს ყველა ენაში უხვად შეხვდები გამოთქმებს _ “სამხრეთული

ტემპერამენტი”, “მწველი ვნებები” და ა.შ… კიდევ ერთი დასტური საინტერესო

სოციოლოგიური გამოკვლევაა, რომლის მიხედვითაც ევროპაში სასიყვარულო

რომანების მთელი 56% ზაფხულში იწყება. შეკითხვაზე პასუხი ექიმებსაც

მოეპოვებათ: სიცხეში გული უფრო სწრაფად ძგერს, ტვინსა და სხეულის დანარჩენ

ნაწილებს სისხლი ინტენსიურად მიეწოდება, აქტიურად გამომუშავდება

ჰორმონები მათ შორის ოქსიტოცინი, პეპტიდი, რომელთა დამსახურებითაც

დაუოკებელი სურვილი გეძალება ვინმეს შეეხო, აკოცო, გიყვარდეს, გინდოდეს…



ერთი სიტყვით, ამ ხელსაყრელ დროსა და მომენტში შანსი ხელიდან რომ არ

გაუშვა, უბრალოდ, მზად იყავი სიყვარულისთვის! მოსამზადებელი ზომების

მისაღებად შესაძლოა ის ინფორმაცია დაგეხმაროს:


1. საზაფხულო გარდერობი უკეთ უსვამს ხაზს ჩვენს სექსუალურობას.


ყველაზე თავშეკავებული ქალიც კი ვერაფრით გაექცევა ზაფხულში უფრო თხელი

და, ზოგადად, ნაკლები ტანისამოსით სიარულის საჭიროებას! ეს კი მამაკაცებს

არა მხოლოდ იმიტომ იზიდავს, რომ რაც ნაკლები გაცვია მით უფრო ადვილად

გაიხდი… არამედ იმიტომაც, რომ, უბრალოდ, თვალს უხარია, სულზე და გულზე

რომ აღარაფერი ვთქვათ! როგორც ამერიკელები ამბობენ, ჩვენ ვიცვამთ

ქალებისთვის და ვიხდით მამაკაცებისთვის. ასე რომ, თუ შენს მიზანს მამაკაცის

გულის (და არა კოლეგებისა თუ სხვა ნაცნობი გოგონების შურიანი მზერის)

დაპყრობა წარმოადგენს, ისარგებლე პრინციპით რაც ნაკლები, მით უკეთესი!



ერთმა ნაცნობმა მამაკაცმა საიდუმლო გამანდო: ზაფხულში ჩემი ცოლი

განსაკუთრებით მიმზიდველია, იმიტომ რომ, როგორც იქნა ზამთრის ფანელის

პიჟამას იშორებს და თხელი გადასაფარებლის ქვეშ შიშველს სძინავსო… არ

მიგაჩნია, რომ ღირს ამ თემაზე დაფიქრება?

2. ზაფხულში მეტ დროს ვატარებთ გარეთ.


ზაფხულობით სამსახურის შემდეგ სასწრაფოდ სახლისკენ კი არ გავრბივართ,

არამედ მშვიდად მივსეირნობთ რომელიმე ღია კაფესკენ, მეგობარ გოგონებს

ვხვდებით, ცივ სასმელს ნელა ვწრუპავთ სიცხეში დაორთქლილი ჭიქებიდან,

გამომეტყველება მშვიდი და ვნებიანი გვაქვს (ჩვენ ასე დავარქვათ! აბა, რა

მოსატანია ჩვენთან სიტყვა გათიშული და სიცხისგან გათანგული!)... ზამთრის

თვეებისგან განსხვავებით, როდესაც ერთი სული გვაქვს, როდის შევვარდებით

რომელიმე კარგად გამთბარ ოთახში და რაიმე თბილში გავეხვევით!

3. ზაფხულში უფრო ხშირად დავდივართ აუზზე და ვირუჯებით.



ვიდრე საქმე ბიკინების მორგებამდე მივა, ჯერ ზამთარში დაგროვილ 2-3 კილოს

ვიკლებთ, უფრო ინტენსიურად ვვარჯიშობთ, მოკლედ, ფორმაში ვდგებით.

სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი კი ჩვენს სექსუალურ პოტენციალს ერთი-

ორად ამაღლებს, ენერგიას ვასხივებთ და ვმუხტავთ პოტენციურ თუ არსებულ

პარტნიორებს.



ხოლო თუკი გაინტერესებს:


* რომელ კაფეებს ამჯობინებენ ზაფხულობით მამაკაცები


* როგორ მოქმედებს მათზე შენი თავდაჯერებულობა


* რატომ ამჯობინებენ მამაკაცები (ისევე როგორც ქალები) შვებულების

ზაფხულში აღებას

კატეგორია: სიყვარული | ნანახია: 1510

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ