მთავარი » გაკვეთილები სწორი კვების შესახებ
4:39 PM
გაკვეთილები სწორი კვების შესახებ
გაკვეთილები სწორი კვების შესახებ

შეეკითხეთ ნებისმიერ დედას და ის გიპასუხებთ, რომ როგორც კი თქვენ დარჩებით ერთ-ერთ

ბავშვთან სახლში, ძუძუთი კვება შეიძლება იქცეს თქვენთვის პრობლემად. აი, რამოდენიმე რჩევა

, თუ როგორ დასძლიოთ სტრესები და დისკომფორტი გამოწვეული ძუძუთი კვებით. იყავით

მზად. ორსულობის დროს დაესწარით კურსებს ძუძუთი კვების შესახებ. გააკეთეთ ყველაფერი,

რომ მიიღოთ ყველა სასურველ კითხვაზე პასუხი. რჩევა ჰკითხეთ მეგობრებსა და ნაცნობებს

რომლებიც უკვე კვებავენ ბავშვებს ძუძუთი. მიიქციეთ მამის ყურადღება. აიძულეთ მეუღლე რომ

ის დაესწროს მომავალი დედის კურსებს ან თქვენთან ერთად იაროს კონსულტაციებზე ლატაქციის

სპეციალისტთან. მამა ვალდებულია ყველაფერი იცოდეს, რადგან ის ერთადერთია რომელიც

შეინარჩუნებს სიწყნარეს და დაგეხმარებათ ყველაფრის გაკეთებაში რთული სიტუაციების დროს.



შეეგუეთ ისეთ სიტუაციას როგორიც არის ტკივილის შეგრძნებები, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს

ბავშვის არასწორი მდებარეობით მკერდის მიმართ. დაჯექით მოხერხებულად სავარძელში,

დაიდეთ ბალიში იდაყვის ქვეშ. ბავშვის პირი უნდა იყოს თანაბარ დონეზე ძუძუს თავთან. თქვენ არ უნდა გჭირდებოდეთ მკერდის გადაწევა მარცხნივ ან მარჯვნივ. აიღეთ ოთხი თითით ძუძუ, ცოტათი აიწიეთ და მიადეთ ბავშვის ტუჩებს. დაელოდეთ სანამ ბავშვი გახსნის პირს, შემდეგ ძუძუ უფრო ახლოს მისწიეთ ტუჩებთან, რათა მან დაიწყოს წოვა. დაირბილეთ მკერდის თავები, ყოველი კვების შემდეგ შეიზილეთ ძუძუს თავებზე ქაცვის ზეთი და ჩამოიბანეთ შემდეგ კვებამდე

კატეგორია: ყველაფერი დედებისთვის | ნანახია: 1451

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ