2 დღის ჰოროსკოპი - 8 თებერვალში 2010 - fashion
მთავარი » 2 დღის ჰოროსკოპი
2:56 PM
2 დღის ჰოროსკოპი
2 დღის ჰოროსკოპი


8 თებერვალი, 2010

დღეს ადვილად შექმნით თქვენთვის და სხვა ადამიანებისთვის ოპტიმისტურ, მხიარულ, მსუბუქ განწყობას. მეტად დაინტერესდით შორს მყოფი ადამიანების ცხოვრებით, მათთან საერთოს, საინტერესოს, დამაინტრიგებელს აუცილებლად გამონახავთ. დღის განმავლობაში შესაძლოა მოულოდნელობა, მოვლენათა შემობრუნება, მაგრამ დადებითი შედეგით. წარმატებული იქნება ინსტიტუტში, ტურისტულ ფირმაში, უცხო ქვეყნის წარმომადგენლობაში, ტაძარში ან საკულტო ადგილში წასვლა. სახლიდან მოშორებით გელოდებათ რომანტიკული თავგადასავალი. გაძლიერდება ესთეტიკური, ფილოსოფიური, სულიერი სფეროსკენ სწრაფვა


9 თებერვალი, 2010
დილა მშვიდი იქნება. შეხვდით მათ ვინც მოგწონთ, არ დაიწყოთ ახალი საქმე. წარმატებული იქნება მცირე გარიგება, არსებული მატერიალური ამოცანების მოგვარება. აპრილის შუა რიცხვებში დაბადებულებს გაუძლიერდებათ მგრძნობიარობა ურთიერთობის ესთეტიკური მხარის მიმართ, ასევე ხელოვნების ნიმუშების აღქმა. დღის ბოლოს გაჩნდება სხვა პრობლემები, რომელთაც უფრო მკაცრი, პრინციპული ხასიათი ექნება.ძილის წინ მოხაზეთ მომდევნო დღის მოქმედების გენერალური გეგმა


***


კურო 8 თებერვალი, 2010
მეგობართან, უფროსთან, კრედიტორთან, მასწავლებელთან, საგადასახადო ინსპექტორთან ურთიერთობა ჰარმონიული და მეგობრული იქნება. ნუ იჩქარებთ მკაცრი უფროსის გულის მოგებას საჩუქრით ან ქრთამით, საკმარისი იქნება უბრალო ღიმილი, ხუმრობა, კომპლიმენტი. მოულოდნელობა ფინანსურ, საგანმანათლებლო, იურიდიულ სფეროში სასიამოვნო იქნება. თბილ ურთიერთობას დაამყარებთ მშობლებთან, შორეულ ნათესავებთან. ცოლ-ქმრული ცხოვრების სექსუალური ასპექტი დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ


9 თებერვალი, 2010
ზოგაგად ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმის დასრულებისთვის, ახალი მიმართულებით შემობრუნებისთვის არ გყოფნით ინფორმაცია, დამხმარე, შესაბამისი ენერგია. დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ საქმეები, რომელთა გადაჭრა მოითხოვს მშვიდ, დიპლომატიურ მიდგომას. წარმატებული დასაწყისი დღის განმავლობაში მშვიდ ცხოვრებას არ განსაზღვრავს. საღამოს უნდა გახდეთ კარგი სტრატეგი. შორეული პერსპექტივების განხორციელებისთვის უნდა გაამკაცროთ განაწესი, მოახდინოთ საქმის რეორგანიზება


****


ტყუპები 8 თებერვალი, 2010
მეუღლესთან ან საქმიან პარტნიორთან ურთიერთობა დროულად მოაგვარეთ. მოერიდეთ მონოლოგებს და სწავლებას. უფრო ეფექტური იქნება ორიგინალური მენიუს მქონე რესტორანში წასვლა, კონცერტზე ან თეატრში მიპატიჟება, სტუმრად ერთობლივი წასვლა, მომავალი მოგზაურობის განხილვა. ხშირად დაუგდეთ ყური სხვა ადამიანს, პატივი ეცით მათ გემოვნებას და ჩვევებს, გამოიჩინეთ დიდსულოვნება და დიპლომატიურობა. მათში დაინახეთ არამარტო მოკავშირე, არამედ მეგობარი, თანამოაზრე, მასწავლებელი


9 თებერვალი, 2010
დღეს ახალი საქმეების დაწყება არ ღირს. შეაჯამეთ შედეგები. დღის დასაწყისი ხელსაყრელია ახლობელ ადამიანთან, მეუღლესთან, მასწავლებელთან, კონსულტანტთან, მოკავშირესთან ურთიერთობის ჰარმონიზებისთვის. ივნისის შუა რიცხვებში დაბადებულები უფრო მეტ სიხარულს მიიღებენ კამათის დასრულებით, წინააღმდეგობის მოგვარებით, შეთანხმების მიღწევით. გვიანი საღამოს მოვლენები დაგაფიქრებთ პროფესიულ, მატერიალურ ან სასიყვარულო საქმეებზე. არ იჩქაროთ დასკვნების გაკეთება, მიიღეთ უსაფრთხოების ზომები.


***


კირჩხიბი 8 თებერვალი, 2010
შესაფერისი დროა მკურნალ ექიმთან შეხვედრის, მედიკამენტების და ორიგინალური კოსმეტიკური საშუალების შეძენისთვის. წარმატებული იქნება შინაური ცხოველის შეძენა. ოფიციალური შეხვედრა, საპასუხისმგებლო ღონისძიება უშედეგო იქნება. მობილიზებული მუშაობის ნაცვლად თქვენი კოლეგები ამჯობინებენ მხიარულებას, დროის გატარებას, ორიგინალური ჰობით დაკავებას.



9 თებერვალი, 2010
დილით მოგეჩვენებათ, რომ ნებისმიერი პრობლემა მოგვარებადია. დღის დასაწყისში ასეთი განწყობა სამართლიანი და შესაფერისი იქნება. სიამოვნებით დაკავდებით რთული, მოსაწყენი საქმით. დამატებით კომფორტი ან კარგი დამხმარის ყოფნა ძალებს შეგმატებთ, დასახული ამოცანა რთული აღარ მოგეჩვენებათ. დღის ბოლოს ცხოვრებისეული მიდგომა შეცვალეთ, სანამ იმოქმედებთ, სწორად შეაფასეთ სიტუაციის პლიუს-მინუსი, განსაკუთრებით ივნისში დაბადებულებმა


****


ლომი 8 თებერვალი, 2010
წარმატებული დღეა ახლო ურთიერთობის მოგვარებისთვის. თუ დაივიწყებთ ლიდერობისკენ სწრაფვას, უხეშად არ მოითხოვთ საკუთარი სურვილების შესრულებას, გარემოება თავისთავად მოგვარდება. თქვენი სასიყვარულო რომანი მოულოდნელ მიმართულებას მიიღებს, და რომანტიკულ ხასიათს შეიძენს. შესანიშნავი დროა ბავშვებთან ურთიერთობისთვის. მათთან ურთიერთობისას ყურადღება მიაქციეთ მათი თვალსაწიერის გაფართოებას, განავითარეთ მათი შემოქმედებითი მიდრეკილება, მუსიკალური ან ესთეტიკური უპირატესობა



9 თებერვალი, 2010
დღის პირველი ნახევარი მეტად ხელსაყრელია. არ ინანებთ, თუ დღის ნაწილს დაუთმობთ აქტიურ დასვენებას, რომანტიკულ პაემანს, თავისუფალ შემოქმედებით საქმეს, ბავშვებთან ან მეგობრებთან ურთიერთობას, თვალსაწიერის გაფართოებას, საკუთარი ნიჭის რეკლამას, საკუთარი გემოვნების შეთავსებას ახლობლების ინტერესებთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ აფასებთ მშვიდ, სიყვარულით აღსავსე ურთიერთობას. რამდენიმე დღის შემდეგ უფრო კრიტიკული გახდებით. საღამოს დაფიქრდით სამუშაო ან სამკურნალო განაწესის ცვლილებაზე



*****


ქალწული 8 თებერვალი, 2010
ხელსაყრელი დროა მცირე მეგობრული წვეულების მოსაწყობად სახლში ან სამსახურში. შემოიფარგლეთ იმ ადამიანებით, რომელთანაც ურთიერთსიმპატია, მეგობრობა, ნდობა გაკავშირებთ. ოჯახურ და ცოლ-ქმრულ ცხოვრებაში შესაძლოა მოულოდნელი მოვლენები. უფრო დიდსულოვანი, სტუმართმოყვარე, თავაზიანი იყავით, გარშემომყოფებს გაუწიეთ სასიამოვნო, მოულოდნელი დახმარება. დღის ბოლოს, ბედნიერი გარემოების მიუხედავად, სიმშვიდე და დასვენება დაგჭირდებათ


9 თებერვალი, 2010
დასვენების და თავისუფალი შემოქმედებისგან გადადით საქმეზე, მოვალეობის შესრულებაზე. დღის განმავლობაში ამაზე არ იფიქროთ, ან დაკავდებით სასიამოვნო საქმით ან აღებული მოვალეობა მოგეწონებათ და ტვირთად არ მოგეჩვენებათ დღის ბოლოს მოგიწევთ აზროვნების შეცვლა. აღმოაჩენთ, რომ კარგავთ საყვარელ დამხმარეებს. ისინი შესაძლოა გადავიდნენ პარტნიორების, უფროსების, მასწავლებლების რიგებში ან თქვენთან მუშაობაზე უარს იტყვიან.



****


სასწორი 8 თებერვალი, 2010
მოიმატებს თქვენი თავაზიანობა, ცნობისმოყვარეობა, კონტაქტურობა. თუ თავს კარგად გრძნობთ, იქნებით მომხიბვლელი, სიყვარულით სავსე. თუ დაღლილი ხართ და ცუდად გამოიყურებით, გასეირნება ან მცირე მოგზაურობა კარგ კომპანიაში საუკეთესო თერაპია იქნება. გზაში, ქუჩაში, მეგობრების ან ახლო ნათესავების სახლში გელოდებათ რომანტიკული ნაცნობობა. ხელსაყრელი დღეა ხელოვნებით, მუსიკით ტკბობისთვის. გარემოება დაგეხმარებათ ნიჭის წარმოჩენაში, მეგობრების მოძებნაში ორიგინალური ინტერესებით


9 თებერვალი, 2010
დღის საათები ხელსაყრელია დასვენების, სიყვარულის, ხელოვნებისთვის. საკუთარ გემოვნებას შეუსაბამეთ კონტაქტები ან გარემოცვა. კარგი დროა მცირე შენაძენის, არასაქმიანი საუბრის, მოგზაურობის და გასეირნებისთვის. გამოიყენეთ შანსი კიდევ ერთხელ დატკბეთ სიყვარულით ან შემოქმედების ნაყოფით. დღის ბოლოს ჰარმონიული განწყობა შეიცვლება გადაუდებელი საქმეების და მოვალეობის გამო. არ დანებდეთ, მოძებნეთ სიტუაციის დადებითი მხარეები.


****


ღრიანკალი 8 თებერვალი, 2010
წარმატებული შენაძენის დროა. მიიღებთ საჩუქარს, რომელსაც დაფარული, უნიკალური აზრი ექნება. მოგეწონებათ პირადი სახსრების დახარჯვის იდეა საყვარელი ადამიანის სიურპრიზისთვის. შესაფერისი იქნება ხარჯი სახლის, ბინის, საძინებლის, სასტუმრო ოთახის გალამაზებაზე. თამამად გააცანით მშობლებს და შინაურებს შეყვარებული, მომავალი მეუღლე. სასიამოვნო ატმოსფერო, ახლო ადამიანების წრეში წვეულება ან სხვაგვარი ღონისძიება გვიანობამდე გასტანს


9 თებერვალი, 2010
დღის პირველ ნახევარში ყურადღება დაუთმეთ სრულყოფილ დასვენებას და კვებას. არ დაივიწყოთ გონებრივი საკვებიც. კარგი დღეა ოჯახურ საქმეებში მონაწილეობისთვის, მშობლებთან შეხვედრის ან მათი დახმარებისთვის. ჩაფიქრებული ოჯახური ცვლილების დადებითად დასრულების შემდეგ დღის ბოლოს შეგიძლიათ მომდევნო დაიწყოთ. ხელსაყრელი პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობის ჰარმონიზების და სიამოვნების მიღებისთვის. სასურველ ტკბობას შეგიძლიათ მთელი დღე მიეცეთ


****


მშვილდოსანი 8 თებერვალი, 2010
ხელიდან არ გაუშვათ საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობის წარმოჩენის შანსი. ისინი გარშემომყოფებს თავს არ მოახვიოთ, უბრალოდ არ დამალოთ ისინი და იყავით ბუნებრივები. ადვილად მოძებნით სასიამოვნო თანამოსაუბრეს, ორიგინალურ თანამგზავრს, უნიკალურ ინფორმაციას, თანამოაზრეების კომპანიას, სიახლეების წყაროს. შესანიშნავი დღეა ახალ კოლექტივთან შეგუებისთვის. უფრო თავაზიანი, სასიამოვნო, საინტერესო, მეგობრული იქნება ურთიერთობა ახლო ნათესავებთან


9 თებერვალი, 2010
დეკემბრის შუა რიცხვებში დაბადებულებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი პერიოდია დილა. დასახული საქმეები დღის პირველ ნახევარში შეასრულეთ და თან სწრაფად. ნოემბერში დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანი იქნება საღამოს მოვლენები. მატერიალური საქმეების გამოსწორების ან რაიმეს შეძენის შანსს თან ახლავს სასიამოვნო ურთიერთობის შეზღუდვის აუცილებლობა. ასეთ წინააღმდეგობრივ სიტუაციაში საკუთარ ძალებში დაეჭვდებით


****


თხის რქა8 თებერვალი, 2010
საკუთარ თავს ოცნების უფლება მიეცით, მოძებნეთ სულში შინაგანი რწმენის და შემართების წყარო. გასაქანი მიეცით მუსიკალურ, პოეტურ ან რელიგიურ მიდრეკილებას. ფარული, უჩვეულო, გაუთვალისწინებელი ურთიერთობა უფრო ღირებული და პერსპექტიული იქნება. გაგიჩნდებათ ნაკლებად რეალისტური, ფანტასტიკური ჩანაფიქრი პირადი შემოსავლის გასაზრდელად. სიხარულს მოგანიჭებთ ფარული ნაცნობობა, მიღწეული დიპლომატიური ან ფინანსური წარმატება, შორეული ადამიანისგან მიღებული კომპლიმენტი


9 თებერვალი, 2010
დღის საათები ხელსაყრელია პირადი ან ფარული საქმეებისთვის. ფარულად შეძლებთ რაიმეს ყიდვას ან საფულის არასტანდარტული გზით შევსებას. დღის განმავლობაში ზედმეტი არ ილაპარაკოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. რეკომენდებულია კონტაქტების სფეროს გადახედვა. ზოგიერთი საგანი, ადამიანი თქვენ თვალში ფასს დაკარგავს, საჭიროდ აღარ ჩათვლით.


****


მერწყული 8 თებერვალი, 2010
ხელსაყრელია კონტაქტი მეგობრებთან. არაფორმალურ ღონისძიებაში მონაწილეობა სიხარულს მოგანიჭებთ. შესანიშნავი დროა თვალსაწიერის გაფართოებისთვის. ნაცნობობის წრეს კი შეავიწროვებთ. სიმპატიურ თანამოაზრესთან ან მფარველთან ურთიერთობა უფრო რომანტიკულ კავშირში გადაიზრდება, მაგრამ თავბრუდამხვევი რომანი ხანგრძლივი არ იქნება


9 თებერვალი, 2010
დღის დასაწყისში საქმეები კარგად წარიმართება. თუმცა საქმიანი განწყობა ნაკლებად გექნებათ, უფრო დასვენების, სასიყვარულო ტკბობის, უშუალო ურთიერთობის ან თავისუფალი შემოქმედებისკენ იქნებით მიმართული. მეტად მნიშვნელოვანი დროა თებერვლის შუა რიცხვებში დაბადებულებისთვის. დღის ბოლოს ახალ წონას შეიძენს პროფესიას, განათლების მიღებას, მატერიალური ბაზის გამყარებასთან დაკავშირებული საკითხები. სიმყარე, წინასწარი ხედვა და საიმედოობა უფრო მიმზიდველი იქნება, ვიდრე ბრწყინვალე, მაგრამ არაფრით გამყარებული ორიგინალურობა, თვითმყოფადობა.


***


თევზები 8 თებერვალი, 2010
საქმის წარმოების ფარული, არასტანდარტული მეთოდი მეტად მომგებიანი იქნება. მოულოდნელად მოიპოვებთ პოპულარობას, ცნობადობას, პატივისცემას, მიაღწევთ სასურველ მიზანს. მიღებული შედეგი გაამყარეთ, რათა ის შემთხვევითი არ აღმოჩნდეს. მწვერვალზე ყოფნაში დაგეხმარებათ თავაზიანობა, ფსიქოლოგიური მოქნილობა, დიპლომატიურობა, თუ თქვენი ესთეტიკური ან სულიერი უპირატესობა ზოგადად შეესაბამება საჭირო ადამიანების მიდრეკილებას, თქვენ შორის ჰარმონია მყარი იქნება


9 თებერვალი, 2010
შემოქმედებითი წარმატები დროა. თუ ისინი მატერიალური სახით არ გამოიხატება, ემოციურად ან მორალურად დაგაკმაყოფილებთ. დღის პირველ ნახევარში დასახული მიზნის მიღწევა ადვილად და გარდაუვლად მოგეჩვენებათ, მაგრამ არ შეცდეთ. პირადი წარმატება უფრო საფუძვლიანი იქნება, თუ არ იჩქარებთ გამარჯვების ზეიმს და საღამოს დაამუშავებთ მომავალი მოქმედების გეგმა. კარგ ტალღაზე იმყოფებით, მაგრამ თქვენთვის სასარგებლო იქნება სუსტი ადგილების წინასწარ გამოვლენა და გათვალისწინება.

კატეგორია: ჰოროსკოპი | ნანახია: 4030

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ