2 მსახიობის მაცდური იერი - 13 მარტში 2010 - fashion
მთავარი » 2 მსახიობის მაცდური იერი
3:49 PM
2 მსახიობის მაცდური იერი
2 მსახიობის მაცდური იერი
ვიზაჟისტები ჰოლივუდის საუკეთესო მსახიობების მაცდური მომხიბვლელობის საიდუმლოს ხსნიან.
მიმზიდველი იერი

გსურს, იყო ბუნებრივი და ამავე დროს ისეთივე მიმზიდველი, როგორიც ჯესიკა ალბაა? ვიზაჟისტი ნიკ ბაროსი გასწავლის, როგორ გაიკეთო მაკიაჟი.

სახის ფერი

სახე უნდა მოამზადო იმისთვის, რომ წაისვა დამარბილებელი და კანისთვის ფერის მიმცემი ტონალური კრემი. სცადე LAURA MERCIER-ს Favorite. ასეთი ფერი მეტ სითბოს მიანიჭებს შენს სახეს.

T-ზონა

გამჭვირვალე ფერის პუდრი წაისვი შუბლზე, ცხვირსა და ნიკაპზე. გამოიყენე KLARINS-ის ფხვიერი პუდრი და შედეგით აღფრთოვანებული დარჩები, რადგან შენი კანი ხავერდოვანი და გლუვი გახდება.

წარბები

ლამაზ წარბებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი პირველივე შეხედვისას აღიქმება. იმისთვის, რომ მოვლილი წარბები გქონდეს, გამოიყენე DIOR-ის რბილი, უნივერსალური ყავისფერი ფანქარი. წერტილოვანი შეხებით შეავსე წარბის ის ადგილები, სადაც ნაკლები თმაა.

თვალები

წაისვი ბრინჯაოსფერი ჩრდილი თვალის ქუთუთოებზე.

ნიკ ბაროსი გირჩევს

Dior Jazzclub-ის ფერებს თვალის ჩრდილების პალიტრიდან.

მაგალითად, გამოიყენე Smoky Jazz 001.

წამწამები

დაიმრგვალე წამწამები შავი ტუშით. გამოიყენე M.A.C-ის წამწამების გამადიდებელი ტუში Zoom Black. ეს არაჩვეულებრივი ტუში ზრდის წამწამების მოცულობასა და სიგრძეს.

ლოყები

ნიკ ბაროსი გთავაზობს NARS-ის უმაღლესი ხარისხის ნათელი ფერის რუჟის გამოყენებას.

ტუჩები

გაილამაზე ტუჩები ფანქრის საშუალებით. ვიზაჟისტი უპირატესობას ტუჩის ორმაგ კონტურს ანიჭებს. შემდეგ გამოიყენე ტუჩის პრიალა საცხი და ქვედა ტუჩის ცენტრში ორჯერ წაისვი. "ასე შენი ტუჩების მოცულობა ორმაგად გაიზრდება”, _ ამბობს ნიკ ბაროსი. სცადე REVLON-ის ტუჩის ფერის მომცემი მინერალური პრიალა საცხი, რომელიც დიდხანს ძლებს.


მომნუსხველი მზერა


იმისათვის, რომ მომღერალი რიანა ბრწყინვალედ გამოიყურებოდეს, ყოველთვის ასეთ მაკიაჟს ამჯობინებს. ვიზაჟისტი მოლი სტერნი გვიჩვენებს, როგორ მივიღოთ მომაჯადოებელი გამოხედვა.

სახის ფერი


დამატენიანებელი კრემი სახის კანს საუკეთესო ფერს მისცემს და დაიცავს მას. ვიზაჟისტი LA MER -ის დამატენიანებელ ლოსიონს გირჩევს. "კანი ჯანსაღი და მიმზიდველი იქნება”, _ ამბობს მოლი სტერნი. თუ შენი კანი ცხიმიანია, მაშინ უცხიმო ლოსიონი გამოიყენე. ამის შემდეგ სახის იმ ადგილებზე, სადაც კანზე ნაოჭი ან გამონაყარია და გაუფერულება სჭირდება, წაისვი მსუბუქი ტონალური. "გამოიყენე ეკონომიურად, მხოლოდ იქ, სადაც გჭირდება”, – გვირჩევს ვიზაჟისტი. სცადე M.A.C-ის SPF15 ტონი. ეს არის მაღალი ხარისხის, წყალგამძლე ტონი, რომელიც მომხიბვლელობას მთელი დღე შეგინარჩუნებს.

ლოყები


შექმენი ახალი ნატურალური სტილი და მიიღე ჯანსაღი ფერი. "თითების საშუალებით სახეზე სწორად გადაინაცილეთ რუჟი”, _ ამბობს სტერნი. მას COVERGIRL&OILY-ის სადა, ატმისფერი რუჟი მოსწონს.

თვალები

ქუთუთოებზე ოდნავ წაისვი COVERGIRLL-ის მოციმციმე და ჩვეულებრივი ჩრდილები. თვალის ჩრდილების პალიტრის ასეთი ფერები აბსოლუტურად შეცვლის შენს იერს. ნათელი ჩრდილი წაისვი ქუთუთოებზე; მუქი ჩრდილი _ხაზად, წამწამებთან ახლოს, თვალის გარშემო. ზემოდან ლაინერით გაავლე კონტური. სცადე NARS-ის თვალის ლაინერი-ფანქარი Black Moon.

წამწამები


დაიმახსოვრე, რომ წამწამები ყოველთვის უნდა დაიმრგვალო: "გაისქელე წამწამის კუთხეები”. სცადე COVERGIRL-ის თვალის ტუში Black Gold, რომელიც შენს თვალებს მეტ ბრწყინვალებას მიანიჭებს.

ტუჩები


გამოიყენე CLE DE PEAU-ს უმაღლესი ხარისხის რბილი ტუჩის საცხი CRYSTAL FIRE 122. სცადე YSLL-ის GOLDEN GLOSS ან GOLDEN SINNAMON. "ეს იქნება ბოლო შტრიხი, რომელიც სრულყოფილი იმიჯის შესაქმნელად გჭირდება”, -ამბობს მოლი.


კატეგორია: მაკიაჟი | ნანახია: 1379

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ