5 რჩევა, რომელთა გათვალისწინება ლამაზ მკერდს შეგინარჩუნებთ - 16 იანვარს 2010 - fashion
მთავარი » 5 რჩევა, რომელთა გათვალისწინება ლამაზ მკერდს შეგინარჩუნებთ
12:17 PM
5 რჩევა, რომელთა გათვალისწინება ლამაზ მკერდს შეგინარჩუნებთ
5 რჩევა, რომელთა გათვალისწინება ლამაზ მკერდს შეგინარჩუნებთ
მკერდის ლამაზი ფორმა გოგონების უმრავლესობის ოცნებაა ყოველთვის. თუმცა მამაკაცები ვერასდროს მიხვდებიან, რამდენ მღელვარებასა და საზრუნავს უჩენს ეს ოცნება ქალს.

აქ მოვიტანთ უმარტივეს წესებს, რომელთა გათვალისწინება მკერდის სილამაზეს დაიცავს:



1. იცოდეთ, თუკი მკერდი გაიზარდა იმ დონეზე, რომ ყველაზე მცირე ზომის ბიუსტჰალტერი იტევს, აუცილებელია მისი ტარება. ეს დაიცავს მკერდის კანს, მკერდს კი – შემთხვევითი მექანიკური ზიანისგან.

2. ყოველდღიური შხაპის ან აბაზანის შემდეგ მკერდზე გრილი წყალი გადაივლეთ. ეს კანის სიმკვრივეს შეინარჩუნებს დიდი ხნით.

3. ცუდი არ იქნება, თუკი მკერდის კანს (ისევე როგორც სახის, ყელის) წაუსვამთ გაყინული სამკურნალო მცენარეების ნაყენს. და არ დაივიწყოთ კვირაში ერთხელ მკვებავი ნელსაცხებლისა და ნიღბის გამოყენება.

4. ყურადღება მიაქციეთ, როგორ გიჭირავთ ტანი. სიარულისას თავი აწიე და ზურგი სწორად დაიჭირე. ასეთ მდგომარეობაში მკერდი უკეთესად ჩანს.

5. გახსოვდეს, მკერდისთვის ყველაზე კარგი ვარჯიში – ცურვაა. გრილი წყალი – შესანიშნავი კოსმეტიკური საშუალებაა, ცურვასთან ერთად კი ზღაპრული საჩუქარი სილამაზისთვის. ის ორმაგ ზემოქმედებას ახდენს: ხელების მოძრაობა განამტკიცებს მკერდის კუნთებს, ხოლო გრილი წყალი გამობრძმედს ორგანიზმს და კანსაც უფრო მკვრივს ხდის.

6. პლაჟზე არასდროს მიუშვიროთ მკერდი მზის სხივებს, საცურაო კოსტიუმის ბიუსტჰალტერი არ გაიხადოთ. ყველა ქვეყნის მეცნიერი ერთხმად აცხადებს, რომ მზე წლიდან წლამდე სულ უფრო აქტიური ხდება, მკერდის კანი კი ძალიან ნაზია.

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 766

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ