აასრულე მისი #1 სექს-ოცნება - 27 იანვარს 2010 - fashion
მთავარი » აასრულე მისი #1 სექს-ოცნება
11:36 AM
აასრულე მისი #1 სექს-ოცნება
აასრულე მისი #1 სექს-ოცნება
მიახვედრე, რომ ის სასურველია

● ჩვენ ხშირად მოვითხოვთ მამაკაცებისგან დიდ ყურადღებასა და სასიამოვნო სიტყვებს. გვინდა, რომ ყოველთვის სასურველი ვიყოთ მათთვის და ხშირად გვითხრან კომპლიმენტები. აღმოჩნდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მამაკაცებსაც იგივე სურვილები გააჩნიათ. ასე რომ, თუ სამსახურშია, თამამად დაურეკე მას და უთხარი, რომ უკვე საშინლად გენატრება. შეგიძლია პატარა ინტრიგაც დაუმატო და განუცხადო, რომ საღამოს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის ახლავე ემზადები.

ის, თუ როგორ გაატარებთ მთელ დღეს, როგორ იმპულსებს გაუგზავნით ერთმანეთს დღის განმავლობაში, დიდწილად განსაზღვრავს ღამის სექს-თავგადასავლის ხარისხს.

● როცა ხალხის თავშეყრის ადგილას აღმოჩნდებით, მოეხვიე მას უკნიდან ისე, რომ მკერდით მჭიდროდ მიეყრდნო მის ზურგს და სექსუალურად აამოძრავე თეძოები. ოღონდ ეცადე, ეს სხვებისთვის შეუმჩნევლად გააკეთო.

● დაუკავშირდი მას დაუყოვნებლივ, როგორც კი რაიმე შენს ემოციებზე იმოქმედებს. რამდენიმე სიტყვით, მოკლედ უთხარი, რამ გაგახსენა მისი თავი და შენი ფანტაზიებიც არ დაუმალო.

ნაზად ჩასჩურჩულე ეს ექვსი სიტყვა: "მე შენთან სექსი მინდა, თანაც ახლავე!” ეს ფრაზა საშინლად აღაგზნებს მამაკაცს, მით უმეტეს მაშინ, როცა ის რაიმე სრულიად განსხვავებული საქმითაა დაკავებული, მაგალითად, ლანჩზეა კოლეგებთან ერთად ან თვის ბალანსს ადგენს.

● პარტნიორისგან დაფარულად შეიძინე სექსუალური ღამის თეთრეული შენთვის და ძალიან სექსუალური საცვალი მისთვის, ფოტო გადაუღე, სამსახურში ყოფნისას პირად მეილზე გაუგზავნე და აუხსენი, რომ ამ საღამოს, როცა ორივე სამსახურიდან დაბრუნდებით, სწორედ ამ არაჩვეულებრივ სამოსში გამოეწყობით.

● მისთვის სასიყვარულო სიტყვების თქმას, რა თქმა უნდა, თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ მამაკაცს ისიც ძალიან სიამოვნებს, როცა უხსნი, თუ როგორი სექსუალურია. ამის თქმა სხეულის ენითაც შეგიძლია – უბრალოდ, მოხვიე ხელები თეძოებზე და მიიზიდე შენკენ.

● ნუ იქნები პასიური სექსის დროს – ყოველ მოძრაობაში ჩააქსოვე ის განცდა, რომ ის ძალიან გიზიდავს, იმდენად, რომ ემოციებს ვეღარ ფარავ.
თამამად გამოხატე ვნებები

● ძაღლის პოზაში სექსის დროს, როდესაც სიამოვნების პიკს აღწევ, რაც შეიძლება აშკარად გამოხატე ემოციები. ეცადე თავი კარგად მიაბრუნო მისკენ, რომ შენს სხეულში დატრიალებული ქარიშხალი, რომელსაც სახის ნაკვთები ასე კარგად გამოხატავს, პარტნიორმა ნათლად დაინახოს.

● ყოველთვის აღნიშნე, თუ როგორ გაგიჟებს მისი განსხვავებული მანერა სექსში და რომ დარწმუნებული ხარ, ვერავინ შეძლებს შენს ასე გადარევას. ეს მეტ თავდაჯერებულობასა და ენერგიას შესძენს მას, რაშიც შემდეგი აქტის დროს ნამდვილად დარწმუნდები.

● ყოველთვის აღიარე მისი შესაძლებლობები. ხაზი გაუსვი თუნდაც უმნიშვნელო დეტალებს, რომლებიც ერთი შეხედვით შეუმჩნეველია. ამით მიახვედრებ, რომ შენთვის ნებისმიერ წვრილმანს დიდი მნიშვნელობა აქვს.

● გაუკეთე მას მასაჟი და თან ძალიან სექსუალურად. თითოეული მოძრაობით მიახვედრე, რომ გსიამოვნებს მისთვის რაიმე სასარგებლოს კეთება. სექსუალური მოძრაობის ერთ-ერთი საუკეთესო მანერაა ოდნავ მოზრდილი ფრჩხილებით მისი ზურგის ნაზი ფერება, რაც მასაჟს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

კატეგორია: სიყვარული | ნანახია: 2085

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ