ალოე - გამაჯანსაღებელი საშუალება - 9 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » ალოე - გამაჯანსაღებელი საშუალება
6:45 PM
ალოე - გამაჯანსაღებელი საშუალება
ალოე - გამაჯანსაღებელი საშუალება

გამოიყენეთ მხოლოდ 2 წელზე მეტი ხნის ალოეს ფოთლები. მოჭერის ალოეს შუა და ქვევითა მსხვილი ფოთოლი, ასევე, 3-4 ზედა ფოთოლი, გარეცხეთ მდუღარე წყალში, მოაცილეთ დაკბილული ნაწილი, დაჭერით წვრილად, დასრისეთ, ჩადეთ მარლაში და გაწურეთ.



შემდეგ, აიღეთ 100გრ ალოეს წვენი, 500გრ კაკლის დაქუცმაცებული გული, 300გრ თაფლი, 3-4 წვეთი ლიმონის წვენი და ერთმანეთში კარგად აურიეთ. მიიღეთ 1 დესერტის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. განსაკუთრებით სასარგებლოა "წვენი ბიოსტიმულატორი", მის მისაღებად გარეცხილი ალოეს ფოთოლი მოათავსეთ თეფზე, დააფარეთ ქაღალდი და შედგით მაცივარში 10-12 დღე. ასეთ პირობებში ალოეს უჯრედებში ხდება ეგრედ წოდებული "ბიოლოგიური სტიმულატორების" წარმოქმნა, რომელიც უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას აძლიერებს. 12 დღის შემდეგ ფოთლები მაცივრიდან გამოიღეთ, გარეცხეთ, გააშრეთ, მოაცილეთ დაკბილული ნაწილი, გამუქებული ფოთლები და გამოწურეთ წვენი.


ალოე იკრძალება, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებების, ორსულობის, ქალის სასქესო ორგანოების მწვავე ანთებითი პროცესების, დეკომპენსაციის სტადიაში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ფაღარათის, ტუბერკულიოზის გამწვავებისა და ბუასილის დროს. ასევე მისი მიღება არაა რეკომენდირებული ხანგრძლივად, გადაჭარბებული დოზებით, რადგან ამ დროს ნაწლავების პერისტალტიკა ითრგუნება, მისი ლორწოვანი გარსი ღიზიანდება და შესაძლებელია ანთება განვითარდეს.

კანის ნაადრევად დანაოჭების წინააღმდეგ ბრძოლაში ალოეს შემდეგი ნიღაბი დაგეხმარებათ:
100გრ ალოე გარეცხეთ, შედგით მაცივარში რამოდენიმე საათით, შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი. გააჩერეთ 2 საათით, შემდეგ კი 5 წუთი ადუღეთ საშუალო ცეცხლზე. გააციეთ და გადაწურეთ. დაიდეთ კომპრესის სახით სუფთა სახეზე და კისერზე 10-15 წუთის განმავლობაში, ჩამოიბანეთ, წაისვით მკვებავი კრემი.

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 464

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ