ასტროლოგიური პროგნოზი ოთხშაბათიდან ოთხშაბათამდე - 6 თებერვალში 2010 - fashion
მთავარი » ასტროლოგიური პროგნოზი ოთხშაბათიდან ოთხშაბათამდე
10:43 AM
ასტროლოგიური პროგნოზი ოთხშაბათიდან ოთხშაბათამდე
ასტროლოგიური პროგნოზი ოთხშაბათიდან ოთხშაბათამდე
18 თებერვალს 17:09 საათზე მზე გადადის თევზების ზოდიაქოში. იწყება ერთთვიანი პერიოდი, როდესაც ინტუიცია დიდ როლს ითამაშებს ცხოვრებაში. ადამიანები გრძნობებისა და ემოციური იმპულსების ძლიერი გავლენის ქვეშ მოექცევიან, თითქოს რაღაც გაუცნობიერებელი ძალა უბიძგებთ ხან სიკეთისაკენ, ხან – ბოროტებისაკენ. შესაძლოა იყოს ისეთი პერიოდებიც, როდესაც ორმაგი გრძნობის გავლენის ქვეშ მოექცევიან.

ამ პერიოდში ბევრს გაუჭირდება იმ გრძნობების რაციონალურად ახსნა, რასაც დროდადრო განიცდიან, რადგან გაძლიერებულია ასტრალური ვიბრაციების მიმართ შეგრძნება. ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანებმა რწმენით შესაძლოა საოცრება მოახდინონ. ნებისმიერ საქმეში წარმატებას ან წარუმატებლობას განაპირობებს, თუ რამდენად ძლიერია რწმენა.

18–19 თებერვალს მთვარე დაძაბულ ასპექტში იმოძრავებს მზესთან, ამიტომ ემოციები უფრო მეტად პრობლემებს მოგიტანთ. სასურველია მოერიდოთ ემოციებით ნაკარნახევ გადაწყვეტილებებს.

20–21 თებერვალს მთვარე იმავე ზოდიაქოში იმოძრავებს, სადაც შავი მთვარე იმყოფება და ნეგატიურ ასპექტში იქნება ვენერასთან. მოერიდეთ დაპირისპირებას, კონფლიქტს ოჯახურ და საქმიან–პარტნიორულ ურთიერთობებში. მოსალოდნელია ამ კონფლიქტში ერთ–ერთმა მხარემ იმდენად გადააჭარბოს და იმაზე მეტი უხეშობა ან სისასტიკე გამოავლინოს, რომ შემდგომში ნორმალური ურთიერთობების აღდგენა ძალზე გაგიჭირდეთ. ეს დღეები ნეგატიურია სერიოზული მოლაპარაკებების წარმოებისათვის, ხელშეკრულებების დადებისათვის. ამ დღეებში დადებული საქმიანი ხელშეკრულებების პირობების დაცვა მომავალში გაჭირდება.

22–24 თებერვალს მთვარე იმავე ზოდიაქოში იმოძრავებს, სადაც იმყოფება პლანეტა იუპიტერი. ინტუიცია იმ ცვლილებებზე მიგანიშნებთ, რომლებიც თქვენთვის წარმატებების მომტანი იქნება. ცვლილებები, რომლებსაც ამ დღეებში ცხოვრება შემოგთავაზებთ, შესაძლოა თქვენი მიზნებისა და სურვილების განხორციელებაში დაგეხმაროთ.

კატეგორია: ჰოროსკოპი | ნანახია: 723

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ