აზერბაიჯანულად შემწვარი ხორცი - 9 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » აზერბაიჯანულად შემწვარი ხორცი
4:17 PM
აზერბაიჯანულად შემწვარი ხორცი
აზერბაიჯანულად შემწვარი ხორცი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

330 გრ. ცხვრის ხორცის რბილობი, 90 გრ. ცხვრის თირკმელი, 1 ს/კ კარაქი, 25 გრ. ძვ. ხახვი, 5 ს/კ პურის ფქვილი, 2 ს/კ წყალი, მწვანე ხახვი, ოხრახუში, კამა, მარილი, დაფქული შავი პილპილი – გემოვნებით, 1 ც. პომიდორი.

მომზადების წესი:
ხორცი დაჭერით 3-4 ნაჭრად თითო პორციისთვის. თირკმელებს შემოხსენით აპკი და გადაჭერით შუაში.

მოაყარეთ მარილი, პილპილი და შეწვით კარაქში. დაუმატეთ ცალკე მოდაღული რგოლებად დაჭრილი ხახვი. ფქვილით, მარილით და წყლით მოზილეთ ცომი, გააბრტყელეთ 1 მმ სისქის და 25 სმ დიამეტრის რგოლებად. ლავაშები გამოაცხვეთ უცხიმოდ ტაფაზე. თეფშზე დადეთ ლავაში, დაადეთ მომზადებული კერძი, მოუკარით ლავაშს თავი გუდასავით მწვანე ხახვით. გარნირად დაალაგეთ შემწვარი პომიდორის ნაჭრები და გააფორმეთ მწვანილით.

ულუფის რაოდენობა: 3; მომზადების დრო: 25 წუთი

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 387

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ