ბრინზისა და ძეხვის სალათა - 6 თებერვალში 2010 - fashion
მთავარი » ბრინზისა და ძეხვის სალათა
11:48 AM
ბრინზისა და ძეხვის სალათა
ბრინზისა და ძეხვის სალათა
ბრინზისა და ძეხვის სალათა

მასალა: 200 გრამი ბრინზა; 200 გრამი უცხიმო მოხარშული ძეხვი; 100 გრამი სალათის ფოთოლი; 1 კიტრი; 1 ვაშლი; არაჟნის სოუსი.

საწებლისათვის: 1 ჩაის ჭიქა არაჟანი; 0,5 ჩაის კოვზი შაქარი; 0.5 ჩაის კოვზი მარილი; ცოტაოდენი დანაყილი წითელი წიწაკა.

მომზადების წესი: მოამზადეთ არაჟნის საწებელი: არაჟანს დაუმატეთ შაქარი, მარილი და წიწაკა, გულმოდგინედ აურიეთ და მსუბუქად ათქვიფეთ.

ბრინზას 30 წუთით დავასხათ ცივი წყალი. წყალი გადაღვარეთ, დაჭერით წვრილად. ძეხვი პატარა კუბიკებად დაჭერით. სალათის ფოთოლი გარეცხეთ და დააქუცმაცეთ. კიტრი გარეცხეთ და კუბიკებად დაჭერით. ვაშლი გარეცხეთ, მოაცილეთ გულები და დაჭერით წვრილ კუბიკებად.

ყველა პროდუქტი აურიეთ ერთმანეთში და შეკმაზეთ საწებლით.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 397

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ