ბროკოლის სალათი - 26 მარტში 2010 - fashion
მთავარი » ბროკოლის სალათი
7:16 PM
ბროკოლის სალათი
ბროკოლის სალათი
მასალა: 1 თავი ბროკოლი, მარილი, 1 კონა სალათის ფურცელი, 3 ცალი მოხარშული კვერცხი, 4 ცალი პამიდორი, 2 ცალი კიტრი. საწებელი: 1 კონა ოხრახუში, 2 ს/კ ძმარი, მარილი, შავი პილპილი, შაქარი, 5 ს/კ ზეითუნის ზეთი, 50 გ. ყველი.

მომზადება: ბროკოლი გავრეცხოთ და დავანაწევროთ. ჩავყაროთ 5-6 წუთის განმავლობაში ადუღებულ მარილიან წყალში, გადავწუროთ და შემდეგ ვხარშოთ. სალათის ფოთლები, პამიდორი და კვერცხი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. კიტრი დავჭრათ თხლად. მომზადებული პროდუქტები ჩავყაროთ ჯამში. ოხრახუში წვრილად დავჭრათ და ავურიოთ ძმარი, მარილი, შავი პილპილი და გემოვნებით შაქარი, თან დავუმატოთ ზეითუნის ზეთი, მიღებული საწებელი დავასხათ მომზადებულ პროდუქტებს და მოვაყაროთ გახეხილი ყველი.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 588

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ