დაბალკალორიული დიეტა სიცოცხლეს ახანგრძლივებს - 20 მარტში 2010 - fashion
მთავარი » დაბალკალორიული დიეტა სიცოცხლეს ახანგრძლივებს
4:49 PM
დაბალკალორიული დიეტა სიცოცხლეს ახანგრძლივებს
დაბალკალორიული დიეტა სიცოცხლეს ახანგრძლივებს
მაიმუნებზე ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ პრიმატებს, რომლებსაც 30%-ით დაბალკალორიულ საკვებს აძლევდნენ, გულის დაავადებებისა და სიმსივნეების განვითარების რისკი ჩვეულებრივ დიეტაზე მყოფებთან შედარებით ნაკლები ჰქონდათ.

გამოკვლევა ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტში ჩატარდა. ექსპერიმენტის დაწყებიდან 20 წლის შემდეგ დაბალკალორიულ დიეტაზე მყოფი მაიმუნების 80% იყო ცოცხალი, ხოლო თავისუფალ კვებაზე მყოფი მაიმუნებისა - მხოლოდ 50%.

მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ შეზღუდული დიეტის პირობებში მაიმუნებს გულის დაავადებებისა და ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკი უნახევრდებოდათ, დიაბეტის შემთხვევა კი საერთოდ არ აღენიშნებოდათ მაშინ, როცა ეს დაავადება ძალზე გავრცელებული იყო თავისუფალ კვებაზე მყოფ მაიმუნებს შორის. "ჩვენმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ კალორიების შეზღუდვა პრიმატებში ანელებს ასაკობრივ ცვლილებებს და მათთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებას", - განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა.

მეცნიერთა თქმით, კალორიების შეზღუდვა ასევე დადებითად მოქმედებს თავის ტვინის ფუნქციებზე - კერძოდ, მოტორულ კონტროლზე, მეხსიერებასა და პრობლემების გადაწყვეტაზე პასუხისმგებელი უბნები უკეთესად და უფრო ხანგრძლივად ფუნქციონირებენ.

კატეგორია: დიეტა | ნანახია: 547

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ