მთავარი » დაეხმარეთ კანს ვიტამინებით
8:49 PM
დაეხმარეთ კანს ვიტამინებით
დაეხმარეთ კანს ვიტამინებით
მარწყვი მკვრივი კანისთვის

მკვრივ კანზე ზრუნვა კოლაგენს ევალება. მისი მთავარი დამხმარე C ვიტამინია - მიკროელემენტი, რომელსაც ორგანიზმი არ გამოიმუშავებს. თუმცა, საჭირო რაოდენობით მისი მიღება საკვებიდანაც შეიძლება.

C ვიტამინით უხვად მოგამარაგებთ ფორთოხალი, ლიმონი, მარწყვი, ჟოლო, კივი. C ვიტამინს ყველაზე დიდი რაოდენობით ასკილი შეიცავს. როგორ გამოვიყენოთ მისი სიკეთე?
სილამაზის რეცეპტი: მოამზადეთ ასკილის ნაყენი, რომელიც შეგიძლიათ დალიოთ კიდეც და კომპრესის სახითაც გამოიყენოთ. ასკილის თბილ ნაყენში დაასველეთ მარლის ნაჭერი და 10-15 წუთით სახეზე დაიფინეთ. ასეთი პროცედურა კანს კარგად ატენიანებს და სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს.

დახეთქილ ტუჩებს ვიტამინი B2 მოგირჩენთ

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) აუცილებელია ჯანსაღი კანის, ფრჩხილებისა და თმისთვის და საერთოდ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. მისი ნაკლებობის ერთ-ერთი პირველი მაჩვენებელი დახეთქილი ტუჩებია.

B2 ვიტამინს უხვად შეიცავს ღვიძლი და თირკმელი, საფუარი, კვერცხი, ნუში, სოკო, ხაჭო, წიწიბურა, რძე, ხორცი, ბრინჯი, მაკარონი, თეთრი პური და ხილ-ბოსტნეული.
რიბოფლავინის დეფიციტის მთავარი მიზეზი რძისა და რძის პროდუქტების ნაკლები რაოდენობით მოხმარებაა.

სილამაზის რეცეპტი: მოამზადეთ ხაჭოს მკვებავი ნიღაბი. ორი სუფრის კოვზ ახალ ხაჭოს დაუმატეთ ერთი კოვზი თაფლი და კარგად ათქვიფეთ. წაისვით სახეზე, თვალებისა და პირის ირგვლივაც. გაიჩერეთ 10-15 წუთი და ჩამოიბანეთ გრილი რძით. ამგვარი ნიღაბი საუკეთესოდ კვებავს, ატენიანებს და არბილებს მშრალ კანს.




კატეგორია: რჩევები | ნანახია: 1290

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ